ჩისკო ინგლისში სასწაულებს ახდენს და ჩემპიონშიფის თვის საუკეთესო მწვრთნელობის ყველაზე რეალური კანდიდატია

AutoSharing Option
ჩისკო მუნიოსის "უოტფორდმა" ჩემპიონშიპის 38-ე ტურში საკუთარ მოედანზე "ბირმინგემი" 3:0 დაამარცხა, ზედიზედ 5 გამარჯვების შემდეგ 75 ქულით მეორე ადგილზეა და 2 აპრილს "შეფილდ უენსდეის" უმასპინძლებს.

რაც ჩისკო "უოტფორდს" ჩაუდგა სათავეში, მისმა გუნდმა 18 მატჩიდან 13 მოიგო და პრემიერლიგაში დაბრუნებასთან ახლოსაა. კლუბის საიტთან ესპანელმა სპეციალისტმა მორიგი გამარჯვების გამო სიხარული ვერ დამალა:

"მუდამ ვამბობ, რომ 24 ფეხბურთელი მყავს და მნიშვნელობა არ აქვს, ვინ თამაშობს. ძალიან კარგია, როდესაც ყველა 100%-ით კონცენტრირებულია. ჩვენი გულშემატკივრები სიამოვნებას იღებენ და ეს უმნიშვნელოვანესია. კარგად ვირჯებით დაცვასა და შეტევაში.
შესანიშნავი ბალანსია.

ფეხბურთელთა ამბიციურობა გასაკვირია. ისინი მიზნის მისაღწევად პროგრესირებენ. მათთან რომ ვმუშაობ, ძალიან გამიმართლა. სეზონში მიჯრით 5 მატჩი პირველად მოვიგეთ. დღეს შეგვიძლია ვიზეიმოთ, მაგრამ წინ 8 თამაში გვაქვს, 8 ფინალი.

ახლა პაუზა გვაქვს და ბიჭებს ამოსუნთქვის საშუალება მიეცემათ. სხვა გუნდების შედეგებს მნიშვნელობა არ აქვს, რადგან ვიცით, რომ ყოველ ტურში უკეთ შეგვიძლია ასპარეზობა".

ჩისკოს გუნდმა ბოლო 10 შეხვედრიდან 9 მოიგო და ჩემპიონშიფის სატურნირო ცხრილში 75 ქულით მეორე ადგილზეა. ლიდერ "ნორვიჩს" 8 ქულით ჩამორჩება. მესამე ადგილზე მყოფ "სუონსის" კი 6 ქულით უსწრებს (ამავდროულად, 1 მატჩით მეტი აქვს გამართული), მეოთხეზე მყოფ "ბრედფორდს" კი 7-ით (ასევე 1 მატჩით ნაკლები). ჩემპიონშიფის ბოლოს წინა ტურში გასვლაზე "ბრედფორდს" შეხვდება, ბოლო ტურში კი სახლში "სუონსის" მიიღებს. სწორედ ეს ორი გუნდია "უოტფორდის" მთავარი კონკურენტი პრემიერლიგაში პირდაპირ დაწინაურების რბოლაში.

ჩისკო კი ჩემპიონშიფის თვის საუკეთესო მწვრთნელობის კანდიდატია და სავარაუდოდ, ამ ჯილდოს მიიღებს კიდეც.

მკითხველის კომენტარები / 4 /
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას, როგორც ქვეყანას, 40 წელია პატრონი არა ჰყავს.
სიმართლე.
21 მარტი 2021 15:31
4
ეი რა უნიჭო შემადგენლობაა დინამოში, რომ მისი ხელმძღვანელობით ფარერებთან განადგურდა, თან ორჯელ გუნდიდან გაუშვეს
aleksandre
21 მარტი 2021 15:15
2
Მაინტერესებს რას იტყვიან ამჯერად, ჟორდანია, სალუქვაძე, არველაძე და ბევრი სხვა ფეხბურთის,, პროფესორები'', ფაქტია რომ სადაც პროფესიონალი გუნდი, მენეჯმენტი და ფეხბურთელები არიან იქ წარმატება გარდაუვალია, ჩისკოს ქართველებთან არც დასამტკიცებელი აქვს რამე და არც თავი გასამართლებული. Თევზი თავიდან ყარს, მალე მოვა უეფას ტურნირები და გამოჩნდება ჩვენი ბედოვლათობა. Ჩისკოს წარმატებები.
მათე
21 მარტი 2021 14:30
4
"ფეხბურთელთა ამბიციურობა გასაკვირია. ისინი მიზნის მისაღწევად პროგრესირებენ".არველაძეს და ჩვენი ქვეყნის საფეხბურთო მამების გასაგონად:):):)ჩისკოს აბრალებდნენ ბიჭები.
lasha
21 მარტი 2021 12:46
2

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული