და ის ატირდა, ვით მეფე ლირი... - ზლატანმა ცრემლები ვერ შეიკავა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
"მილანის" ფორვარდი ზლატან იბრაჰიმოვიჩი შვედეთის ეროვნულ გუნდში დაბრუნების შემდეგ პირველივე პრესკონფერენციაზე ატირდა.

- რა რეაქცია ჰქონდა ოჯახს თქვენ ნაკრებში გამოძახებაზე?
- ეს არც ისე კარგი შეკითხვაა. ვინსენტი ქვითინებდა, როცა წამოვედი, ახლა კი ყველაფერი კარგადაა", - თქვა ოჯახის მიმტოვებელმა ფეხბურთელმა და თვალები ცრემლით აევსო.

იბრამ ნაკრებში დაბრუნებასთან დაკავშირებულ ემოციებზეც ისაუბრა.

"ფეხბურთელს მთავარი, რისი გაკეთებაც შეუძლია, ეს ეროვნულ ნაკრებში თამაშია. როცა შვედეთის მატჩებს ვუყურებდი, ვგრძნობდი, რომ გუნდის დახმარება შემეძლო, მისთვის რაღაცის გაკეთება.

ცხადია, ეს მხოლოდ ჩემი გადაწყვეტილება არ ყოფილა. აქ მწვრთნელისა და მოთამაშის
პოზიციები ერთმანეთს უნდა ემთხვეოდეს.

მივიღე შესაძლებლობა, ჩემი ქვეყნის მაისურით ისევ ვითამაშო და ამას ღირსეულად გავაკეთებ. მაგრამ საქმე მხოლოდ ამაში არაა. ისე არ გამოჩნდეს, თითქოს ერთი ადამიანი ვხარობ. იმიტომ დავბრუნდი, რომ სარგებელი მწვრთნელს, თანაგუნდელებსა და მთელ ქვეყანას მოვუტანო.

აქ რამდენიც უნდა ვილაპარაკო, თუ შედეგი არ იქნება, ეს სიტყვები არაფერს ნიშნავს", - თქვა ფორვარდმა.

მომზადებულია sports-ის მიხედვით


მკითხველის კომენტარები / 10 /
ლაშას მამა გარდაიცვალა და მოგვიანებით გნახავთო :)) რას ცირკაჩობს:))
ზაზა
24 მარტი 2021 11:25
0
zlatan cheidevi
კუ კობსონი
24 მარტი 2021 10:44
1
სულ გამოლირდა ეს ამ ბოლო დროს
Levani
24 მარტი 2021 10:07
1
ეს იტალიელი მცველები ვერ აჩერებენ ამ 39 წლის კაცს, თორე ჩვენი მცველები რომ დაეტაკებიან გამგელებული ხარებივით, გაჩენის დღეს დაავიწყებენ! :დ
ქუთაისელი
24 მარტი 2021 09:37
0
ტიპი ბოსნიელია და 40 წლის ასაკში ცრემლებით საუბრობს შვედეთის ნაკრებში დაბრუნებაზე ...და ჩვენ ზოგიერთ ქართველ ფეხბურთელებს რა სჭირთ ..?! როცა საქმე მშობლიურ საქართველოს ნაკრებს ეხება ..?! თუმცა ახლანდელ თაობას უკეთესი დამოკიდებულება აქვს ვიდრე 15-20 წლის უკანდელ “ვითომ ვარსკვლავურ” თაობას სიცხეში სირბილი რომ ეზარებოდათ , სიცივეში გასახდელიდან გამოსვლა და საერთოდ ორთაბრძოლებს რომ ერიდობოდნენ ვაი ტრამვა არ ავიკიდო-ოო....
აბა ჰე დაბლოკეთ
24 მარტი 2021 02:13
0
ამ მონსტრს რა შეაჩერებს!
თამაზი
23 მარტი 2021 18:29
2
... იბრა, ჩვენთან თავს ნუ გაიგიჟებ!!! ისიამოვნე კვარას თამაშით!!!
დათო
23 მარტი 2021 14:54
0
რაღა ჩვენთან თამაშის წინ აგიფეთქთა პატრიოტიზმის ბუშტი, ამდენი წელი როგორ ითმენდი კი მარა.დდდდდ
jjj
23 მარტი 2021 14:47
0
ნაკრები ქარვასლა არაა, რა სკაუტები - ნაკრები თამაშობს და შედეგია აქ მთავარი და არა რომელიმე მოთამაშის სკაუტების ყურადღების ცენტრში მოქცევა.
დათა უთაშხია
24 მარტი 2021 00:19
0
შეიძლება კარგიც კი იყოს, ეს ჩვენი ფეხბურთელებისთვის. ფაქტია რომ მთელი ყურადღება იქნება მიმართული ამ თამაშზე, თუ ჩვენები კარგად წარმოაჩენენ თავს სკაუტების ყურადღების ცენტრში მოექცევიან აუცილებლად.
ოპტიმისტი
23 მარტი 2021 16:52
2

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული