და ის ატირდა, ვით მეფე ლირი... - ზლატანმა ცრემლები ვერ შეიკავა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
"მილანის" ფორვარდი ზლატან იბრაჰიმოვიჩი შვედეთის ეროვნულ გუნდში დაბრუნების შემდეგ პირველივე პრესკონფერენციაზე ატირდა.

- რა რეაქცია ჰქონდა ოჯახს თქვენ ნაკრებში გამოძახებაზე?
- ეს არც ისე კარგი შეკითხვაა. ვინსენტი ქვითინებდა, როცა წამოვედი, ახლა კი ყველაფერი კარგადაა", - თქვა ოჯახის მიმტოვებელმა ფეხბურთელმა და თვალები ცრემლით აევსო.

იბრამ ნაკრებში დაბრუნებასთან დაკავშირებულ ემოციებზეც ისაუბრა.

"ფეხბურთელს მთავარი, რისი გაკეთებაც შეუძლია, ეს ეროვნულ ნაკრებში თამაშია. როცა შვედეთის მატჩებს ვუყურებდი, ვგრძნობდი, რომ გუნდის დახმარება შემეძლო, მისთვის რაღაცის გაკეთება.

ცხადია, ეს მხოლოდ ჩემი გადაწყვეტილება არ ყოფილა. აქ მწვრთნელისა და მოთამაშის
პოზიციები ერთმანეთს უნდა ემთხვეოდეს.

მივიღე შესაძლებლობა, ჩემი ქვეყნის მაისურით ისევ ვითამაშო და ამას ღირსეულად გავაკეთებ. მაგრამ საქმე მხოლოდ ამაში არაა. ისე არ გამოჩნდეს, თითქოს ერთი ადამიანი ვხარობ. იმიტომ დავბრუნდი, რომ სარგებელი მწვრთნელს, თანაგუნდელებსა და მთელ ქვეყანას მოვუტანო.

აქ რამდენიც უნდა ვილაპარაკო, თუ შედეგი არ იქნება, ეს სიტყვები არაფერს ნიშნავს", - თქვა ფორვარდმა.

მომზადებულია sports-ის მიხედვით


მკითხველის კომენტარები / 10 /
ლაშას მამა გარდაიცვალა და მოგვიანებით გნახავთო :)) რას ცირკაჩობს:))
ზაზა
11:25 24-03-2021
0
zlatan cheidevi
კუ კობსონი
10:44 24-03-2021
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული