ლეგენდამ დემბელეს გოლის გასატანად რჩევა მისცა: "როდესაც ბურთის კარში გადაგზავნას გადაწყვეტს..."

AutoSharing Option
უკრაინის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ანდრეი შევჩენკომ "ბარსელონას" ფრანგ შემტევს, უსმან დემბელეს პატარა რჩევა მისცა. აღსანიშნავია, რომ ეს განცხადება ლეგენდამ საფრანგეთისა და უკრაინის შეხვედრის წინ გააკეთა. ანდრეი იმედოვნებს, რომ დემბელე ამ რჩევას გულთან უკრაინასთან მატჩის წინ არ მიიტანს და მათ გოლს არ გაუტანს.

"მე ახლა იმ მდგომარეობაში ვარ, რომ მირჩევნია არ გაგვიტანოს, თუმცა სიმართლე სიმართლეა, ის უდავოდ ნიჭიერი ახალგზარდა ფეხბურთელია, რომელსაც სჭირდება, რომ იყოს მომთმენი, როდესაც ბურთის კარში გადაგზავნას გადაწყვეტს.

მან ის შანსები უნდა გამოიყენოს, რომლებსაც იღებს და კიდევ უფრო მეტი
უნდა ივარჯიშოს" - განაცხადა შევჩენკომ.

შეგახსენებთ, უკრაინისა და საფრანგეთის ეროვნული ნაკრებები მსოფლიოს ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე ერთმანეთს 24 მარტს დაუპირისპირდებიან.

მომზადებულია marca-ს მიხედვით



alt105 მილიონად შეძენილმა დემბელემ "ბარსელონაში" მეცხრე ტრავმა მიიღო




მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული