"ბარსელონა" 21-ე საუკუნის საუკეთესო გუნდია. ეს გადაწყვეტილება საერთაშორისო ფეხბურთის ისტორიისა და სტატისტიკის ფედერაციამ მიიღო. "ბლაუგრანა" გასული დეკადის ყველაზე გამორჩეული კლუბია. მიუხედავად ბოლო წლების ჩავარდნისა, გუნდმა გასულ ათწლეულში მაინც სოლიდური შედეგი დააფიქსირა და დიდებული ჯილდო დამსახურებულადაც მოიპოვა.
შეგახსენებთ, კატალონიურმა გიგანტმა მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატი 2-ჯერ მოიგო, 2-ჯერ ჩემპიონთა ლიგისა და 6-ჯერ ლა ლიგის გამარჯვებული გახდა, რითაც დიდი სარეიტინგო ქულა დააგროვა.
საერთაშორისო ფეხბურთის ფედერაციამ "ბარსას" 2877 ქულა მიანიჭა. მას მადრიდის "რეალი" 2782 ქულით მოჰყვება, მესამე ადგილს 2594.5 ქულით მიუნხენის "ბაიერნი" იკავებს.
მეოთხე-მეხუთე პოზიციებზე
"პარი სენ ჟერმენი" და მადრიდის "ატლეტიკო" იმყოფებიან.
რაც შეეხება ზოგადად წლის საუკეთესოს ტიტულს, საუკეთესო სამეულიდან გუნდებმა შემდეგი თანმიმდევრობით მოიპოვეს:
"ბარსელონა" - 2011, 2012 და 2015 წლები.
მადრიდის "რეალი" - 2015 და 2017.
მიუნხენის "ბაიერნი" - 2013 და 2020.
მომზადებულია marca-ს მიხედვით