"მანჩესტერის" ყოფილმა მეკარემ კარიერა 43 წლის ასაკში განაახლა

AutoSharing Option
"მანჩესტერის" ყოფილმა მეკარე როი კეროლმა განმარტა, თუ რატომ გადაწყვიტა კარიერის 43 წლის ასაკში განახლება. გოკპიპერმა თამაშს თავი 2019 წელს დაანება, თებერვალში კი მოედანს ჩრდილოეთ ირლანდიის პრემიერლიგის "დანგანონ სვიფტსში" დაუბრუნდა.

მისი თქმით, კარანტინში ყოფნა გაუჭირდა, ივნისში 10 წელი შეუსრულდება, რაც სმას თავი დაანება, დეპრესიაც აღარ აწუხებს და როდესაც "დანგანონმა" უხმო, დაუფიქრებლად დათანხმდა.

კეროლმა "იუნაიტედში" 2001-2005 წლებში პრემიერლიგის 49 მატჩში 28 გოლი გაუშვა, ინგლისის ჩემპიონი
და თასის მფლობელი გახდა, ახალ გუნდში კი 10 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა.

ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული