ჩისკოს "უოტფორდმა" ისევ მოიგო და პრემიერლიგას მიუახლოვდა

AutoSharing Option
ჩემპიონშიპის 39-ე ტურში ჩისკო მუნიოსის "უოტფორდმა" საკუთარ მოედანზე 1:0 დაამარცხა "შეფილდ უენსდეი" და სატურნირო მდგომარეობა განიმტკიცა.

"უოტფორდმა" ზედიზედ მეექვსე გამარჯვება იზეიმა, 78 ქულით მეორე ადგილზეა, უახლოეს მდევარ "სუონსის" 9 ქულით უსწრებს (უელსურ გუნდს 2 მატჩით ნაკლები აქვს ჩატარებული) და 5 აპრილს გასვლაზე "მიდლსბროს" დაუპირისპირდება.

ჩემპიონშიპიდან პრემიერლიგაში ორი საუკეთესო გუნდი პირდაპირ, პლეი-ოფის გარეშე გადადის და ჩისკოს გუნდი მიზანთან ახლოსაა.

თავად ჩისკო ამბობს, რომ დარჩენილი შვიდივე მატჩი ფინალივითაა და თავს მოდუნების უფლება არ უნდა მისცენ.

მკითხველის კომენტარები / 6 /
კლასიკური მაგალითი ჩვენი უნიათობის, წარმატებები ჩვენს ჩისკოს.
ბრავო ჩისკო
13:37 03-04-2021
0
დინამოს მენეჯმენტი არ ვარგა, გახადა ამ კაცმა გუნდი ჩემპიონი 2019 და იმის ნაცვლად ხელმძღვანელობას მისთვის კიდევ უფრო დიდი ნდობა გამოეცხადებინა, გუნდი გაეძ„იერებინა და ევროთასებისთვის გაეძლიერებინა, გაუშვა და იაფად გამოსვლის მიზნით მოიყვანა ტორპედოელი ჩხეტიანი თავისი შანტრაბით, სირცხვილ ნაჭამზე დაუძახეს ისევ ჩისკოს, მაგრამ ეს კაცი ჯადოქარი ვერ იქნებოდა და ის შედეგიც მის პასუხისმგებლობაში ვერ ჩაიწერება. ფიფიამ კი პირველად გარსია რომ გაუშვა მეგონა იმ შეცდომაზე ჭკუას ისწავლიდა და ამჯერად უარესი უაზრობა ჩაიდინა. საერთოდ ფულს როგორ ჭრის ასეთი ხალხი ეგ ვერ გამოგია.
ლადო
11:43 03-04-2021
2

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული