ჩისკოს "უოტფორდმა" ისევ მოიგო და პრემიერლიგას მიუახლოვდა

AutoSharing Option
ჩემპიონშიპის 39-ე ტურში ჩისკო მუნიოსის "უოტფორდმა" საკუთარ მოედანზე 1:0 დაამარცხა "შეფილდ უენსდეი" და სატურნირო მდგომარეობა განიმტკიცა.

"უოტფორდმა" ზედიზედ მეექვსე გამარჯვება იზეიმა, 78 ქულით მეორე ადგილზეა, უახლოეს მდევარ "სუონსის" 9 ქულით უსწრებს (უელსურ გუნდს 2 მატჩით ნაკლები აქვს ჩატარებული) და 5 აპრილს გასვლაზე "მიდლსბროს" დაუპირისპირდება.

ჩემპიონშიპიდან პრემიერლიგაში ორი საუკეთესო გუნდი პირდაპირ, პლეი-ოფის გარეშე გადადის და ჩისკოს გუნდი მიზანთან ახლოსაა.

თავად ჩისკო ამბობს, რომ დარჩენილი შვიდივე მატჩი ფინალივითაა და თავს მოდუნების უფლება არ უნდა მისცენ.

მკითხველის კომენტარები / 6 /
კლასიკური მაგალითი ჩვენი უნიათობის, წარმატებები ჩვენს ჩისკოს.
ბრავო ჩისკო
03 აპრილი 2021 13:37
0
დინამოს მენეჯმენტი არ ვარგა, გახადა ამ კაცმა გუნდი ჩემპიონი 2019 და იმის ნაცვლად ხელმძღვანელობას მისთვის კიდევ უფრო დიდი ნდობა გამოეცხადებინა, გუნდი გაეძ„იერებინა და ევროთასებისთვის გაეძლიერებინა, გაუშვა და იაფად გამოსვლის მიზნით მოიყვანა ტორპედოელი ჩხეტიანი თავისი შანტრაბით, სირცხვილ ნაჭამზე დაუძახეს ისევ ჩისკოს, მაგრამ ეს კაცი ჯადოქარი ვერ იქნებოდა და ის შედეგიც მის პასუხისმგებლობაში ვერ ჩაიწერება. ფიფიამ კი პირველად გარსია რომ გაუშვა მეგონა იმ შეცდომაზე ჭკუას ისწავლიდა და ამჯერად უარესი უაზრობა ჩაიდინა. საერთოდ ფულს როგორ ჭრის ასეთი ხალხი ეგ ვერ გამოგია.
ლადო
03 აპრილი 2021 11:43
2
საღოლ ჩისკოს...რაც ეს "უოტფორდი"_ში წავიდა მის მერე ძალიან ვგულშემატკივრობ...
ტორპედოელი
03 აპრილი 2021 01:56
0
მაგრათ მიკვირს ამხელა ნახტომი როგორ გააკეთა როცა მეთევზეებთან და ექიმებთან თბ დინამოთი 6-1 წააგო იმის მერე. ფაქტია უოტფორდში იმედებს ამართლებს . ასე თუ ისე წარმატებები
ტოტტი
02 აპრილი 2021 21:47
18
იმიტომ რომ ეგენიც მეთევზეები არიან დინამოში და ისლანდიაში მეთევზეობა უფრო მაგრად ყოფილა განვითარებული.
Molotok.
03 აპრილი 2021 05:43
0
მარტივი ლოგიკაა მეგობარო, დინამო არ ვარგოდა ჩისკო კი არა
გიორგი
03 აპრილი 2021 00:33
1

სიახლეები პოპულარული