ჩისკოს "უოტფორდმა" პრემიერლიგა მოგებით დაიწყო [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ჩისკო მუნიოსის ხელმძღვნელობით "უოტფორდმა" გასულ სეზონში ჩემპიონშიპში ჩინებულად იასპარეზა, პრემიერლიგაში დაბრუნდა და როგორც ჩანს, არც ელიტარულ ინგლისურ დივიზიონში აპირებს თავის შერცხვენას.

პირველ ტურში "უოტფორდმა" საკუთარ მოედანზე 3:2 დაამარცხა "ასტონ ვილა". მასპინძლებმა თამაში დამაჯერებლად დაიწყეს, დენისმა, სარმა და ერნანდესმა დალაშქრეს მარტინესის კარი და 67-ე წუთზე 3:0 დაწინაურდნენ, მაგრამ ბირმინგემულმა გუნდმა ბოლომდე იბრძოლა, 70-ე წუთზე მაკლინმა ანგარიში შეამცირა, ხოლო 90+7-ეზე ინგსმა პენალტით საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.

21 აგვისტოს "უოტფორდი" გასვლაზე "ბრაიტონს" დაუპირისპირდება.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული