კრიშტიანო რონალდოს კაპიტნის სამკლაური, რომელიც ფეხბურთელმა მოიხსნა და გადააგდო, მას შემდეგ, რაც ლეგენდას სერბეთთან მატჩის მიწურულს გატანილი გოლი არ ჩაუთველს, აუქციონზე 64 000 ევროდ გაიყიდა.
ის ადგილობრივმა მეხანძრემ, ჯორჯე ვუკიჩევიჩმა სერბეთის სტადიონიდან აიღო, გადასცა ბავშვთა დახმარების ფონდს, შემოსული თანხა კი 6 თვის ბავშვისს ოპერაციისთვის იქნება დახარჯული.
შეგახსენებთ, სერბეთისა და პორტუგალიის დაპირისპირეაბ ფრედ, 2:2 დასრულდა, რონალდომ კი მოედანი სკანდალურად დატოვა.
მომზადებულია Marca-ს მიხედვით