"რუბინი" კვარაცხელიას შემცვლელის შეძენას ცდილობს?

AutoSharing Option
კი ირწმუნება "რუბინის" ხელმძღვანელობა, რომ ხვიჩა კვარაცხელიას გუნდში დიდხანს გაჩერებას აპირებენ, მაგრამ ეს ძალიან გაუჭირდებათ, მით უმეტეს თუ რომელიმე დასავლურმა კლუბმა კარგი თანხა შესთავაზა და როგორც ჩანს, თადარიგი აქედანვე დაიჭირეს და მის შემცვლელს უკვე ეძებენ.

თურქული Takvim-ი (კალენდარი) იტყობინება, რომ "ფენერბახჩეს" 27 წლის ბერძენი მარცხენა გარემარბით, დიმიტრიოს პელკასით ყაზანური კლუბი დაინტერესდა და არა მარტო დაინტერესდა, არამედ კონკრეტული თანხაც შესთავაზა.

როგორც ირკვევა, "რუბინმა" პელკასში ადრე 7 მილიონი ევრო შესთავაზა, ახლა თანხა 10 მილიონამდე გაზარდა, სტამბოლური კლუბი კი 15 მილიონს ითხოვს და
მოლაპარაკებები სეზონის დასრულებისთანავე გაგრძელდება.

პელკასი "ფენერში" გასულ წელს სეტუბალის "ვიტორიადან" გადავიდა, იქამდე სამშობლოში "აპოლონსა" და პაოკ-ში თამაშობდა, საბერძნეთის ნაკრებში 18 მატჩში აქვს მონაწილეობა მიღებული, ამ სეზონში თავის გუნდში ყველა ტურნირზე 35 მატჩში 8 გოლი გაიტანა და 8 საგოლე გადაცემა გააკეთა, ხოლო კონტრაქტი 2023 წლის ზაფხულამდე აქვს გაფორმებული.

ვარაუდს ისიც აძლიერებს, რომ "რუბინი" არაა ფინანსურად იმდენად ძლიერი კლუბი, რომ კვარაცხელიას პოზიციაზე მისი კონკურენტის შესაძენად 10-15 მილიონი გადაიხადოს და ორივე გუნდში ჰყავდეს.

მკითხველის კომენტარები / 4 /
ლოგიკა სადაა?რუბინმა აიღოს 19 და გადიხადოს 15 ასეკიან ფეხბურთელში რომლის ფასი უფრო დაიკლებს ვიდრე მოიმატებს.რუბინმ ატალანტის აღზრდას იმნაერი გემო გაუგო არმგონია ასე ყაროს ფული. ნახავს ვინმე ტალნტს და კიდე ფულს იშოვის.თან შედეგსაც აუმჯობრსებს სლუცკის ხელში.მევფიქრობ ზურიკოს აცდიან ცოტა ხანი, გახსნას იქნებ სლუცკიმ.
მოსეხონელი
09:11 17-04-2021
1
თქვენ გგონიათ შეარჩენენ ესპანეთს რო გოლი გაუტანა მსოფლიო აალაპარაკა. გგონიათ შეგარჩენენ მაგ "დროებით აბლატავებას" ქართველებს ... არა. "უფროსობა" დაფაცურდა და ამუშავდა ეხლა ნახავთ "შემდეგ მოვლენებს".
აპა
04:59 17-04-2021
39

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული