"გაუმარჯოს ძველ, სახალხო ფეხბურთს!" - გამოხმაურებები ევროპის სუპერლიგაზე...

AutoSharing Option
ევროპის სუპერლიგის საკითხი ევროსასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ კიდევ ერთხელ გააქტიურდა. მისი შექმნის იდეას გულშემატკივრებში თავიდანვე არაერთგვაროვანი გამოხმაურება მოჰყვა. დიდი ნაწილი კლუბებისა ახალი გადაწყვეტილებით უკმაყოფილებას არ მალავდა.

ფეხბურთის გულშემატკივარ გიორგი ბერიძის საინტერესო პოსტს გთავაზობთ:

Sportall.Ge

"არ ვიცი, ფეხბურთისთვის ძირის გამოთხრის ეს კამპანია როდის დამთავრდება, მაგრამ ამდენი წელია, მადრიდის ''რეალის'' გულშემატკივარი ვარ და დღეს პირველად შემრცხვა, ამ გუნდის მატჩების ყურებაზე ცხოვრების არაერთი საათი და წუთი დავხარჯე.

დიდმა კლუბებმა ფეხბურთს ფული ანაცვალეს და სპორტის ამ სახეობის ბოლომდე დანგრევას მოაწერეს ხელი, თუ ''რეალი'' ჩემპიონთა ლიგასა და
ესპანეთის ჩემპიონატზე არ ითამაშებს, გუშინდელი მატჩი იქნება ბოლო, რომელიც მე მისი მონაწილეობით ვნახე.

სხვა გამყიდველი გრანდების გულშემატკივარსაც იმავეს მოვუწოდებ.

FORZA NAPOLI !!!

უფრო ხმამაღლა და გაუმარჯოს ძველ, ნამდვილ, სახალხო და უწმინდეს ფეხბურთს!"

altევროსასამართლომ განაჩენი გამოიტანა - პერესმა სუპერლიგის შექმნაზე თანხმობა მიიღო

altსუპერლიგას ევროპელი ლიდერებიც ეწინააღმდეგებიან - ყველაფერი ახალი ლიგის შესახებ

მკითხველის კომენტარები / 27 /
ნამდვილად მეწყინება თუ ეს ასე მოხდა.რაც შეეხება ფულის გამომუშავებას-მართლა ბევრი მიაქვს უეფას და ეს მაგათან უნდა მოილაპარაკონ ამ გრანდებმა ნრგვალ მაგიდასთან.(ისე სეზონის განმავლობაში ეს გრანდებიც კარგ ფულს ღუნავენ,ნუ გეშინიათ.სამ-ოთხ Ისეთ თამაშს ჩატეხავენ რომ,იცოცხლე კარგ მაყუთს აიღებენ)
კახა ქ.
19 აპრილი 2021 19:51
3
მილიარდებით არა! ფეხბურთი მოკვდა ესპანური და იტალიური მაფიის ფეხბურთში ჩარევით ათწლეულების უკან. ხოლო ამ მილიარდებით დღეს, ყველა კონტინენტზე ვითარდება ფეხბურთი.
123
21 დეკემბერი 2023 15:51
2
ფეხბურთი შეიქმნა როგორც ღარიბთა სპორტის სახეობა(კალათბურთის, ჰოკეის, წყალბურთის და სხვა ძვირადღირებული სპორტული თამაშებისგან განსხვავებით) და ასეთადვე უნდა დარჩეს.
სტალინი
22 დეკემბერი 2023 13:17
1
საინტერესოა ქობულეთის "შუქურას" და გორის "დილას" ხელმძღვანელების აზრი, თუ ეთანხმებიან სუპერლიგის იდეას?
გია პაპა
21 დეკემბერი 2023 18:18
2
"Შუქურას" ხელმᲫᲦვანელობას აზრები არ გააᲩნია, ისევე როგორც Თავმოყვარეობა და რომელიმე სხვა ადამიანური Ღირსების მაგვარი მაზასიაᲗებელი.
პასუხი
21 დეკემბერი 2023 22:23
0
რა სისულელეა. მაშინ სად იყო ნეტავ არაბული, რუსული და ამერიკული ფულით გატენილი ჩელსი, სიტი, პსჟ, მანჩესტერი და სხვები მთელ სახალხო ფეხბურთს რომ გუდავდნენ... სულ არ ვარ რეალის ბალეშიკი მაგრამ ისეთი გუნდებისთვის როგორიც ბარსა და რეალი არიან უეფას სივრცეში დარჩენა თვითმკვლელობაა
მინდია
21 დეკემბერი 2023 17:01
11
სახალხო ფეხბურთი დიდი ხანია მკვდარია და რეალურად უეფა თავის მილიონებს იცავს და არა ფეხბურთს ამ დავაში, რეალს ბარსას და სხვა გრანდებს რაც შეეხება მათთვის ეს გადარჩენის გზაა პრემიერ ლიგის კონკურენციის ფონზე, ასე რომ მე პირიქით მომხრე ვარ ამ იდეის, თავის დროზე სწორი საინფორმაციო პოლიტიკა რო ეწარმოებინათ დამფუძნებლებს დღეს ამდენი მოწინააღმდეგე არ ეყოლებოდა ამ პროექტს.
ანტიჩეფე
21 დეკემბერი 2023 16:38
13
შენ გენაცვალე! მეც სწორედ მადრიდის რეალის თავდაუზოგავი ქომაგი ვარ (ჯერ კიდევ) და რა ზუსტად სთქვი ჩემი სათქმელი! გუშინ ღამით "ხეტაფესთან" თამაში ჩემთვისაც შესაძლოა ბოლო იყოს საგულშემატკივროდ, თუკი ყველაფერი აირევა. პერესის გინებაში გავატარე დღევანდელი დღე და არ გამოვრიცხავ, "ელ გალაქტიკო"-ს "ჩელსისთან" გავარდნას და ლა-ლიგაში ჩავარდნას ვუქომაგო ამიერიდან. თუმცა მაინც იმედი მაქვს რომ სიტუაცია მოგვარდება, რადგან სადაც საქართველოში მიაღწიეს კომპრომისს პოლიტიკურმა პარტიებმა, ეგებ უეფამ და ბობოლა კლუბებმაც შეძლონ შეთანხმება
fani
20 აპრილი 2021 02:54
11
რაც დღეს ხდება ფეხბურთის და ჭიდაობის,კარატეს ნაზავია.ფიფა და უეფა ხელს უწყობს მსაჯების მეშვეობით მოედნებზე აშკარა ძალადობას.სუპერლიგა თუ ამ საკითხს მოაგვარებს და ფეხბურთს იმ სილამაზეს დაუბრუნებს რაც ადრე იყო ორი ხელით მაღკენ ვიქნები.
ასეა ეს
22 დეკემბერი 2023 14:00
2
დაინახეს რომ ინგლისური ფეხბურთი ერევა ესპანურს ბოლობოლო და გარბიან:))
ჟორა
21 დეკემბერი 2023 18:55
5
მაგარი იდე აქ ინფანტინოს მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატის მასშტაბები და გუნდების რაოდენობა იზრდება და უფრო მეტ მოტივაციას და ფინანსებს მისცემს სხვა კონტინენტების კლუბებს
გიო
21 დეკემბერი 2023 16:29
2

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული