"გაუმარჯოს ძველ, სახალხო ფეხბურთს!" - გამოხმაურებები ევროპის სუპერლიგაზე...

AutoSharing Option
ევროპის სუპერლიგის საკითხი ევროსასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ კიდევ ერთხელ გააქტიურდა. მისი შექმნის იდეას გულშემატკივრებში თავიდანვე არაერთგვაროვანი გამოხმაურება მოჰყვა. დიდი ნაწილი კლუბებისა ახალი გადაწყვეტილებით უკმაყოფილებას არ მალავდა.

ფეხბურთის გულშემატკივარ გიორგი ბერიძის საინტერესო პოსტს გთავაზობთ:

Sportall.Ge

"არ ვიცი, ფეხბურთისთვის ძირის გამოთხრის ეს კამპანია როდის დამთავრდება, მაგრამ ამდენი წელია, მადრიდის ''რეალის'' გულშემატკივარი ვარ და დღეს პირველად შემრცხვა, ამ გუნდის მატჩების ყურებაზე ცხოვრების არაერთი საათი და წუთი დავხარჯე.

დიდმა კლუბებმა ფეხბურთს ფული ანაცვალეს და სპორტის ამ სახეობის ბოლომდე დანგრევას მოაწერეს ხელი, თუ ''რეალი'' ჩემპიონთა ლიგასა და
ესპანეთის ჩემპიონატზე არ ითამაშებს, გუშინდელი მატჩი იქნება ბოლო, რომელიც მე მისი მონაწილეობით ვნახე.

სხვა გამყიდველი გრანდების გულშემატკივარსაც იმავეს მოვუწოდებ.

FORZA NAPOLI !!!

უფრო ხმამაღლა და გაუმარჯოს ძველ, ნამდვილ, სახალხო და უწმინდეს ფეხბურთს!"

altევროსასამართლომ განაჩენი გამოიტანა - პერესმა სუპერლიგის შექმნაზე თანხმობა მიიღო

altსუპერლიგას ევროპელი ლიდერებიც ეწინააღმდეგებიან - ყველაფერი ახალი ლიგის შესახებ

მკითხველის კომენტარები / 27 /
სახალხო ფეხბურთი დიდი ხანია მკვდარია და რეალურად უეფა თავის მილიონებს იცავს და არა ფეხბურთს ამ დავაში, რეალს ბარსას და სხვა გრანდებს რაც შეეხება მათთვის ეს გადარჩენის გზაა პრემიერ ლიგის კონკურენციის ფონზე, ასე რომ მე პირიქით მომხრე ვარ ამ იდეის, თავის დროზე სწორი საინფორმაციო პოლიტიკა რო ეწარმოებინათ დამფუძნებლებს დღეს ამდენი მოწინააღმდეგე არ ეყოლებოდა ამ პროექტს.
ანტიჩეფე
21 დეკემბერი 2023 16:38
13
მაგარი იდე აქ ინფანტინოს მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატის მასშტაბები და გუნდების რაოდენობა იზრდება და უფრო მეტ მოტივაციას და ფინანსებს მისცემს სხვა კონტინენტების კლუბებს
გიო
21 დეკემბერი 2023 16:29
2
უეფას შეუძლია, ამ ტურნირის მონაწილე ნაკრებაში არ ათამაშოს, არ დავიღუპოთ
ზვიადი
21 დეკემბერი 2023 16:19
1
ერთ ერთი პირველი ვინც ამ პროექტს, შესაბამისად ბარსა რეალს შეუერთდება ნაპოლი იქნება, მთელი ცხოვრებაა დე ლაურენტისი უეფას აგინებს ფინანსების არასწორად გადანაწილების გამო. რა ფორცა ნაპოლი ცოტა უკეთ გაერკვიეთ და მერე წერეთ პოსტები.
asa
21 დეკემბერი 2023 16:02
0
მანამდე უეფაც აცხადებდა არავინ არ უშლით ლიგის შექმნას, უბრალოდ ჩვენი ეგიდით ვეღარ ითამაშებენო. ბევრმა ფულმა დიდი ხანია ფეხბურთს ის მუღამი დაუკარგა რაც წლების წინ ჰქონდა.
*
21 დეკემბერი 2023 15:59
2
მილიარდებით არა! ფეხბურთი მოკვდა ესპანური და იტალიური მაფიის ფეხბურთში ჩარევით ათწლეულების უკან. ხოლო ამ მილიარდებით დღეს, ყველა კონტინენტზე ვითარდება ფეხბურთი.
123
21 დეკემბერი 2023 15:51
2
სახალხო ფეხბურთი კაი ხანია მოკვდა, როცა მილიარდები შემოვიდა და რეალურად ამ მილიარდებს გამოიმუშავებს 10-15 გუნდი, მაგათ გარეშე უეფა არის სრული ნული, ეს 15 გუნდი სვამს კითხვას: რატო უნდა ვარჩინოთ ეს კორუმპირებული უეფა ჩვენ? ლოგიკურია
მეგრელი
21 დეკემბერი 2023 15:39
3
შენ გენაცვალე! მეც სწორედ მადრიდის რეალის თავდაუზოგავი ქომაგი ვარ (ჯერ კიდევ) და რა ზუსტად სთქვი ჩემი სათქმელი! გუშინ ღამით "ხეტაფესთან" თამაში ჩემთვისაც შესაძლოა ბოლო იყოს საგულშემატკივროდ, თუკი ყველაფერი აირევა. პერესის გინებაში გავატარე დღევანდელი დღე და არ გამოვრიცხავ, "ელ გალაქტიკო"-ს "ჩელსისთან" გავარდნას და ლა-ლიგაში ჩავარდნას ვუქომაგო ამიერიდან. თუმცა მაინც იმედი მაქვს რომ სიტუაცია მოგვარდება, რადგან სადაც საქართველოში მიაღწიეს კომპრომისს პოლიტიკურმა პარტიებმა, ეგებ უეფამ და ბობოლა კლუბებმაც შეძლონ შეთანხმება
fani
20 აპრილი 2021 02:54
11
ნამდვილად მეწყინება თუ ეს ასე მოხდა.რაც შეეხება ფულის გამომუშავებას-მართლა ბევრი მიაქვს უეფას და ეს მაგათან უნდა მოილაპარაკონ ამ გრანდებმა მრგვალ მაგიდასთან.(ისე სეზონის განმავლობაში ეს გრანდებიც კარგ ფულს ღუნავენ,ნუ გეშინიათ.სამ-ოთხ Ისეთ თამაშს ჩატეხავენ რომ,იცოცხლე...)
კახა ქ.
19 აპრილი 2021 19:52
4
ნამდვილად მეწყინება თუ ეს ასე მოხდა.რაც შეეხება ფულის გამომუშავებას-მართლა ბევრი მიაქვს უეფას და ეს მაგათან უნდა მოილაპარაკონ ამ გრანდებმა ნრგვალ მაგიდასთან.(ისე სეზონის განმავლობაში ეს გრანდებიც კარგ ფულს ღუნავენ,ნუ გეშინიათ.სამ-ოთხ Ისეთ თამაშს ჩატეხავენ რომ,იცოცხლე კარგ მაყუთს აიღებენ)
კახა ქ.
19 აპრილი 2021 19:51
3

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული