ულტიმატუმი - თუ პერესი არ გადადგება, "რეალს" ევროტურნირებიდან მოჰკვეთენ

AutoSharing Option
ფაქტობრივად, უეფას დაქვემდებარებიდან გამოსვლისა და დამოუკიდებელი ტურნირის ჩატარების მცდელობა შეიძლება ზოგიერთ კლუბს ძვირად დაუჯდეს. უეფა და ფიფა სეპარატისტების მკაცრად დასჯას აპირებენ.

Telegraph Sport-ი იტყობინება, რომ თუ ფლორენტინო პერესი "რეალის" პრეზიდენტის პოსტიდან არ გადადგება, მადრიდულ გუნდს შეიძლება ევროტურნირებზე მონაწილეობის უფლება აუკრძალონ.

შეგახსენებთ, გუშინ პერესი ევროპის სუპერლიგის ხელმძღვანელად დანიშნეს.

თავად პერესი კი იხტიბარს არ იტეხს და აცხადებს, რომ კანონი და საღი აზრი იცავს, სუპერლიგას საფრთხე არ ემუქრება და პსჟ და "ბაიერნიც" მათ ტურნირს შეუერთდებიან.

აგრეთვე გავრცელდა ინფორმაცია, რომ "იუვენტუსის" პრეზიდენტი ანდრეა ანიელი
გადადგა, რაც ჯერჯერობით არ დასტურდება.

მკითხველის კომენტარები / 21 /
ძანააც კარგი არ გადაი ვა თავზე!!! ლიმიტი დაუწესდეს ყველა კლუბს მაქსიმუმ 7 ლეგიონერი ნახავენ თუარ გახდება უკეთესი!! კიდე ეს პასები პასებისთვის უნდა მოიშალოს ცენტრს გადაცდები ცენტრს უკან პასი არუნდა გაკეთდეს კალათბურთშიროა ისე
beqa
00:58 21-04-2021
16
მერე ჩამოვიდეს ჩვენთან,ჩავაბარეთ დინამოს ან სამგურალს.ფიფიას მაინც ხომ აჯობებს?
ჟორიკა
00:28 21-04-2021
5
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული