ულტიმატუმი - თუ პერესი არ გადადგება, "რეალს" ევროტურნირებიდან მოჰკვეთენ

AutoSharing Option
ფაქტობრივად, უეფას დაქვემდებარებიდან გამოსვლისა და დამოუკიდებელი ტურნირის ჩატარების მცდელობა შეიძლება ზოგიერთ კლუბს ძვირად დაუჯდეს. უეფა და ფიფა სეპარატისტების მკაცრად დასჯას აპირებენ.

Telegraph Sport-ი იტყობინება, რომ თუ ფლორენტინო პერესი "რეალის" პრეზიდენტის პოსტიდან არ გადადგება, მადრიდულ გუნდს შეიძლება ევროტურნირებზე მონაწილეობის უფლება აუკრძალონ.

შეგახსენებთ, გუშინ პერესი ევროპის სუპერლიგის ხელმძღვანელად დანიშნეს.

თავად პერესი კი იხტიბარს არ იტეხს და აცხადებს, რომ კანონი და საღი აზრი იცავს, სუპერლიგას საფრთხე არ ემუქრება და პსჟ და "ბაიერნიც" მათ ტურნირს შეუერთდებიან.

აგრეთვე გავრცელდა ინფორმაცია, რომ "იუვენტუსის" პრეზიდენტი ანდრეა ანიელი
გადადგა, რაც ჯერჯერობით არ დასტურდება.

მკითხველის კომენტარები / 21 /
უეფა და ფიფა კორუმპირებულია? კი ბატონო არის. თუმცა ეს დიდი კლუბები ზუსტადაც მაგის ხარჯზე ატრიალებენ მაგხელა ფულს. ტოტენჰემი რა დიდი კლუბია და იმასაც კი აქვს იმის ფუფუნება 30 მილიონი გადაუხადოს მოურინიოს კომპენსაცია გაშვებისთვის. ესეც არ აკმაყოფილებთ და უფრო მეტი უნდათ, უნდათ 15 კლუბის გარშემო ტრიალებდეს სამყარო. მე ის მიკვირს, რომ აქ კომენტარებში ხალხია ვისაც ეს უნდა. ვნახეთ ბატე, ყარაბაღი, კლუჟი, ასტანა, ანორთოსისი, მარიბორი და კიდევ ბევრი სხვა ლიგაზე და ყოველთვის გვქონდა ოცნებად, რომ ერთხელაც ჩვენც... ამ კლუბებს კი ციდან ვარსკვლავები არ მოუწყვიტავთ, მაგრამ ხალხი გაბედნიერდა. ამ ოცნების მოკვლაა სუპერლიგა. როგორ შეიძლება სუპერლიგისნაირი პროექტის მომხრე იყო გულშემატკივარი? განსაკუთრებით საქართველოში, როცა თვით ამ 12 კლუბის რეზიდენტი ფანებიც კი ცუდად განაწყო სუპერლიგის იდეამ
ლევანი
14:15 21-04-2021
2
ნებისმიერ სფეროში ორხელისუფლებიანობა არის იმ სფეროს დამზარალებელი. ფიფასა და უეფაში ადამიანები მუშაობენ და რაღაც გადაცდომები იქაც იქნება, მაგრამ "სუპერლიგაში" მეეჭვება უცხოპლანეტელები, ან ანგელოზები დასაქმდნენ. ელიტური ორგანიზაცია ნებისმიერ შემთხვევაში გარიყავს და განვითარების შანსებს შეუმცირებს, ან სრულიად გაუქრობს საშუალო დონის ქვეყნებს და კლუბებს. ადმინისტრირება კი საკუთარ თავზე მორგებული ექნებათ, რაც კალენდრებზე და სანაკრებო მარჩებზე იმოქმედებს. ეს დაახლოებით იგივეა, რაც კალათბურთში ხდება. ფიბა ვერ აკონტროლებს საკალათბურთო ევროლიგას და სანაკრებო შესარჩევი ტურნირების მატჩები ხშირად აბსურდული შედეგებით მთავრდება. ელიტის კარგი მაგალითია რაგბის 6 ერის ტურნირი, რომელიც დახურული სივრცეა და ევროპის დაბალი რანგის ჩემპიონატიდან, უკვე ათწლეულებია არავის უშვებენ. მოკლედ, ევროპის სუპერლიგა დააზარალებს ფეხბურთს.
თემო
13:56 21-04-2021
4

სიახლეები პოპულარული