იტალიელი ჟურნალისტი ნოკოლო სკირა იტყობინება, რომ "შახტარი" "სასუოლოს" მწვრთნელს, რობერტო დე ძერბის დაუკავშირდა, ორწლიანი კონტრაქტი და სეზონურ გასამრჯელოდ 4 მილიონი ევრო შესთავაზა.
დე ძერბის "შახტარში" გადაყვანას დონბასური კლუბის დირექტორი დარიო სრნა ცდილობს.
თავად დე ძერბის "სასუოლოსთან" ხელშეკრულება ივნისში უმთავრდება და ჯერ საბოლოო გადაწყვეტილება არ მიუღია.
დე ძერბიმ "სასუოლო" 2018 წელს ჩაიბარა და გუნდი სერია A-ში მიმდინარე სეზონში მერვე ადგილზეა.
თავად დე ძერბის "სასუოლოსთან" ხელშეკრულება ივნისში უმთავრდება და ჯერ საბოლოო გადაწყვეტილება არ მიუღია.
დე ძერბიმ "სასუოლო" 2018 წელს ჩაიბარა და გუნდი სერია A-ში მიმდინარე სეზონში მერვე ადგილზეა.