საქართველოს ნაკრების ცენტრალური მცველი დავით ხოჭოლავა კორონავირუსისგან განიკურნა და "შახტარში" ითამაშა.
მწვრთნელი ლუის კაშტრუ ქართველის ძირითად შემადგენლობაში დაყენებას არ აპირებდა, მაგრამ მოთელვაზე ტრავმა მიიღო სერგეი კრივცოვმა და იძულებული შეიქნა, ჩვენებური "ოლეკსანდრიასთან" გასვლით მატჩში შეუცვლელად ეთამაშებინა.
მოკლედ, ჩემპიონატის 23-ე ტურში "მეშახტეები" 0:2 დამარცხდა (ხოჭოლავამ უშეცდომოდ ითამაშა), კიევის "დინამომ" კი "ინგულეცი" 5:0 გაანადგურა და ვადამდე გახდა ჩემპიონი.
დონბასურმა გუნდმა უკანასკნელ 14 წელიწადში პირველად ვერ მოიგო ვერც ერთი ტურნირი და როგორც იტყობინებიან, მომავალ სეზონში "სასუოლოს" მწვრთნელი რობერტო დე ძერბი ჩაუდგება სათავეში. ამჟამად მხარეებს
შორის მოლაპარაკებები მიმდინარეობს.