
მადრიდის "ატლეტიკომ", "ჩელსიმ", "ლივერპულმა", "მანჩესტერ სიტიმ", "მანჩესტერ იუნაიტედმა", "არსენალმა" და "ტოტენჰემმა" ევროპული ფეხბურთის სამინისტროსთან ერთგვარ შეთანხმებას მიაღწიეს, რის შემდეგაც ისინი სუპერლიგიდან გამოდიან და ასპარეზობას კვლავაც ჩემპიონთა ლიგაზე განაგრძობენ.
ESPN-ის მიხედვით, მადრიდის "რეალი", "ბარსელონა", "იუვენტუსი" და "მილანი" ჯერ კიდევ სუპერლიგის შექმნას ეთანხმებიან, რის გამოც ისინი, დიდი ალბათობით, 2-წლიანი დისკვალიფიკაციით დაისჯებიან.
"არანაირი შეთანხმება არ მოხდება იმ კლუბებთან, რომლებიც უეფას გარეშე ცდილობენ სხვადასხვა ტურნირის შექმნას" - წერია ESPN-ის სტატიაში.
მომზადებულია marca-ს მიხედვით
"ჩელსი", "სიტი" და "ატლეტიკო" სუპერლიგიდან გამოდიან - ტურნირი მკვდრადშობილია?