უეფა წყენას არ ივიწყებს... შესაძლოა სუპერლიგის გამო 4 გრანდი ჩემპიონთა ლიგიდან მოიკვეთოს

AutoSharing Option
4 დიდებულ კლუბს, რომლებიც სუპერლიგიდან გამოსვლას ჯერ კიდევ არ აპირებენ, უეფა 2-წლიანი ბანით დასჯის. 

მადრიდის "ატლეტიკომ", "ჩელსიმ", "ლივერპულმა", "მანჩესტერ სიტიმ", "მანჩესტერ იუნაიტედმა", "არსენალმა" და "ტოტენჰემმა" ევროპული ფეხბურთის სამინისტროსთან ერთგვარ შეთანხმებას მიაღწიეს, რის შემდეგაც ისინი სუპერლიგიდან გამოდიან და ასპარეზობას კვლავაც ჩემპიონთა ლიგაზე განაგრძობენ.

ESPN-ის მიხედვით, მადრიდის "რეალი", "ბარსელონა", "იუვენტუსი" და "მილანი" ჯერ კიდევ სუპერლიგის შექმნას ეთანხმებიან, რის გამოც ისინი, დიდი ალბათობით, 2-წლიანი დისკვალიფიკაციით დაისჯებიან. 

"არანაირი შეთანხმება არ მოხდება იმ კლუბებთან, რომლებიც უეფას გარეშე ცდილობენ სხვადასხვა ტურნირის შექმნას" - წერია ESPN-ის სტატიაში. 

აქედან გამომდინარე, შესაძლოა 4 გრანდი ჩემპიონთა ლიგიდან 2 წლით მოიკვეთოს. 

მომზადებულია marca-ს მიხედვით

alt"ჩელსი", "სიტი" და "ატლეტიკო" სუპერლიგიდან გამოდიან - ტურნირი მკვდრადშობილია?


მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული