41 წლის მცველმა "ღმერთის ხელით" გაიტანა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
მალაიზიის ჩემპიონატის ფარგლებში ერთმანეთს "კუალა ლუმპური" და უიტმ-ი შეხვდნენ, დამატებით წუთებზე კი 41 წლის ვეტერანმა შუკორ ადანმა დედაქალაქელები წაგებისგან ხელით გატანილი გოლით იხსნა.

ბოლო ადგილზე მყოფმა უიტმ-მა გოლი 84-ე წუთზე გაიტანა, კომპენსირებულ დროში კი სტუმართა მცველმა ადანმა მეორე სართულზე ყველას დაასწრო და ბურთი კარში გადაგზავნა.

შეხვედრის მთავარმა არბიტრმა წესების დარღვევა ვერ შეამჩნია, ფეხბურთელი კი მეტოქეების პროტესტის ფონზე მშვიდად აღნიშნავდა გოლს.

მალაიზიელის გოლი ძალიან ჰგავდა დიეგო მარადონას მიერ ინგლისის ნაკრებში გატანილ ბურთს - მსაჯმა იქაც ვერაფერი დაინახა, თუმცა ფეხბურთელების პროტესტსაც არ
ენდო.

მალაიზიური შეხვედრა კი ფრედ, 1:1 დასრულდა.
მკითხველის კომენტარები / 1 /
Gmertis xeli ara isa. Atobit fexburtelma da baleshikma shenishna eg xeli maradonasi. Tu maset stilshi golis gatana gvinda gavixsenot italiis seria a rom zlieri iyo mashin iuve tamashobbda ertert turs, del pierom gaitana goli tavit vardnashi iseti rom veravin veraferi gaigo verc fexburtelebma da verc mayureblebma. Ertaderti bakavoim shenishna, magram naxe ari st arkvevda msajta brigada ramoxda. Sabolood tavi daizgvies da goli ar chatvales tu scorad maxsovs, 20 clis ambavia
Milani
19:03 09-05-2021
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული