მბაპემ მარადონას "ღმერთის ხელის" გამეორება სცადა და... ყვითელი ბარათი მიიღო [PHOTO]

AutoSharing Option
გუშინ, 22 იანვარს, საფრანგეთის ლიგის თასზე გამართულ შეხვედრაში პსჟ გასვლაზე "რეიმსს" შეხვდა და მეტოქე საკმაოდ იოლად დაამარცხა - 3:0, თუმცა შედეგზე უფრო დასამახსოვრებელი პარიზელთა შემტევის, კილიან მბაპეს მიერ შესრულებული მარადონას უნიჭო პაროდია გამოდგა.

მატჩის ბოლოს კილიან მპაბემ გაიფიქრა, რომ მისი ხელიც "ღმერთის ხელთა" კატეგორიაში გადიოდა და მეტოქის კარში ბურთი მარცხენა ზედა კიდურით შეაგდო.

Sportall.Ge

Sportall.Ge

Sportall.Ge

Sportall.Ge

Sportall.Ge

შედეგმაც არ დააყოვნა და ახალგაზრდა ვარსკვლავს შეხვედრის მთავარმა მსაჯმა ყვითელი ბარათი უჩვენა.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული