"სასუოლოს" მწვრთნელი რობერტო დე ძერბი მალე "შახტარს" ჩაიბარებს და თან თავისი ამჟამინდელი გუნდის სამ ფეხბურთელს წაიყვანს, - ამის თაობაზე ინფორმაციას Tuttomercatoweb-ი ავრცელებს.
"მეშახტეთა" საფეხბურთო დირექტორის მოადგილე კარლო ნიკოლინიმ უკვე დაითანხმა იტალიელი სპეციალისტი, რომელსაც სამსეზონიან კონტრაქტს გაუფორმებენ და წლიურ გასამარჯელოდ 2 მილიონ ევროს დაუნიშნავენ.
დონბასურმა კლუბმა დე ძერბის პირობა მისცა, რომ მისთვის საჭირო ფეხბურთელების ტრანსფერებს უზრუნველყოფს. ესენი არიან: ცენტრალური მცველი მარლონი და ნახევარმცველები ჟერემი ბოგა და ფილიპ ჯურიჩიჩი.