მხითარიანს ნაკრებში არ უხმეს და ძალიან გააბრაზეს

AutoSharing Option
სომხეთის ნაკრების მწვრთნელმა ხოაკინ კაპაროსმა მომავალი ორი მატჩისთვის "რომას" ნახევარმცველი ჰენრიხ მხითარიანი არ გამოიძახა.

მხითარიანმა სერია A-ში ჩინებული სეზონი ჩაატარა, 34 მატჩში 13 გოლი გაიტანა, 10 საგოლე გადაცემა გააკეთა, WhoScored-ის ვერსიით ჩემპიონატის სიმბოლურ გუნდში 7.3-იანი შეფასებით მოხვდა და რომაულმა კლუბმა კონტრაქტი 2 წლით გაუგრძელა. თუმცა 32 წლის ჰენრიხი ნაკრებში უკანასკნელ ხანს ისევე წარმატებულად ვერ ირჯება, როგორც "ჯალოროსიში" და მისი არგამოძახების მიზეზიც ეს უნდა იყოს.

"ჩემდა გასაკვირად, სომხეთის ნაკრების სამწვრთნელო შტაბმა შემატყობინა, რომ რაღაც მიზეზების გამო მომავალი შეხვედრებისთვის არ მიხმეს.

დასახელებულმა
ოფიციალურმა მიზეზებმა ვერ დამარწმუნა, თუმცა ჩვენს ბიჭებს წარმატებებს ვუსურვებ", - წერს მხითარიანი თავის "ტვიტერზე".

სომხეთის ნაკრები ამხანაგურ მატჩებში 1-ელ ივნისს ხორვატიასა და 5 ივნისს შვედეთს დაუპირისპირდება.

მხითარიანმა ეროვნულ გუნდში 2007 წლიდან 88 მატჩში 30 გოლი გაიტანა და 25 საგოლე გადაცემა გააკეთა. ცნობისათვის, ნაკრებმა მის გარეშე ზედიზედ 5 გამარჯვება იზეიმა.

მკითხველის კომენტარები / 4 /
ეს არის პრინციპულობა. თუ ტიპს შეამჩნიეს რომ ბოლომდე არ ბრძოლობს ნაკრებში, არც უნდა გამოიძახონ, რომ დააფიქრონ.

ძველ თაობაში, სიტიში, აიაქსში და სხვა მაგარ გუნდებში რომ გვყავდა ფეხბურთელები, მუდმივად ეგ პრობლემა გვქონდა ჩვენ. ტიპებს გარანტირებული ჰქონდათ ნაკრებში ადგილი და დიდად არ იკლავდნენ თავს. შედეგი რაც იყო კი ვხედავდით. ვაფასებ კაპაროსის გადაწყვწტილებას
ყოჩაღ სომხებს!
11:59 25-05-2021
1
ვინ ყავთ მხითარიანზე უკეთესი. ეგ იგივეა ჩვენ რო კვარაცხელია არ გამოვიძახოყ
ტოტტი
09:55 25-05-2021
21
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული