სერბეთის თასის ფინალში ერთმანეთს დაუძინებელი მტრები, "ცრვენა ზვეზდა" და "პარტიზანი" შეხვდნენ. მატჩის წინ "პარტიზანის" 37 წლის მეკარემ, ვლადიმირ სტოიკოვიჩმა, B52-ს განუცხადა, რომ თუ დამარცხდებოდნენ, მზად იყო გაუპატიურებაზე დათანხმებულიყო.
ის "ცრვენა ზვეზდას" აღზრდილია, მაგრამ ძირითად შემადგენლობაში დამკვიდრება ვერ მოახერხა და 2006 წელს "ნანტს" მიჰყიდეს. ამიტომ თავისი ყოფილი გუნდი ჭირის დღესავით სძულს. მას შემდეგ არაერთი გუნდი გამოიცვალა, 2010-13 წლებში "პარტიზანში" თამაშობდა, 2017 წელს კი ამავე კლუბში დაბრუნდა და რატომღაც ფინალში გამარჯვებაში დარწმუნებული იყო.
ძირითადი და დამატებითი დრო 0:0 დასრულდა, პენალტების სერიაში, როდესაც ანგარიში
3:3 იყო, "ცრვენა ზვეზდას" თავდამსხმელმა ნიკოლა კრსტოვიჩმა თერთმეტმეტრიანი გაიტანა, სტოიკოვიჩს რაღაც მიაძახა, მან კი ბურთი სახეში მიარტყა და მეორე ყვითელი ბარათი მიიღო, მაგრამ რადგან სერიაში გაფრთხილებას მნიშვნელობა არ აქვს, არ გააძევეს.
საბოლოოდ "ცრვენა ზვეზდამ" გაიმარჯვა და მოედანზე ზეიმისას მათმა მცველმა მარკო გობელიჩმა სტოიკოვიჩთან მიირბინა, ტრუსი ჩაიხადა და დაუყვირა, უნდა გაგაუპატიუროო...