Globo Esporte-ის ცნობით, იმის გამო, რომ ბრაზილიის ნაკრების ფეხბურთელები მათ ქვეყანაში კოპა ამერიკის ჩატარების წინააღმდეგ გამოდიან და ამისაკენ სხვა სამხრეთამერიკულ გუნდებსაც მოუწოდებენ, შეიძლება მათი მწვრთნელი ტიტე გადააყენონ.
ბრაზილიის ფეხბურთის კონფედერაციის პრეზიდენტმა როჟერიო კაბოკლომ ქვეყნის ხელისუფლებას ტიტეს სამუშაოდან დათხოვნის პირობა მისცა.
ბრაზილიის ნაკრების ფეხბურთელები თვლიან, რომ კორონავირუსის მძიმე სიტუაციის გამო მათ სამშობლოში ტურნირის ჩატარება არ შეიძლება, ეს კი არ მოეწონა ქვეყნის პრეზიდენტ ჟაირ ბოლსონარუს და არაა გამორიცხული, ტიტეს ნაცვლად გუნდი "გრემიოს" ყოფილ თავკაცს, რენატო გაუშოს ჩააბაროს, რომელიც ამჟამინდელი ხელისუფლების მეხოტბეა.

კოპა
ამერიკა არგენტინასა და კოლუმბიაში უნდა ჩატარებულიყო, მაგრამ ბოლო მომენტში ტურნირის ბრაზილიაში გამართვა გადაწყდა.