ბრაზილიის ნაკრების მწვრთნელი ტიტე გადადგა

AutoSharing Option
მსოფლიოს ჩემპიონატის მეოთხედფინალში ხორვატიასთან პენალტების სერიაში დამარცხების შემდეგ ბრაზილიის ნაკრების მწვრთნელი ტიტე გადადგა.

"მტკივნეული მარცხია. ეს ციკლი დასრულდა. ახლა შესრულებული სამუშაოს შეფასება არ შემიძლია. ამას შემდეგ გავაკეთებ", - განაცხადა ტიტემ.

ტიტემ ბრაზილიის ნაკრები 2016 წელს ჩაიბარა - გუნდმა მისი ხელმძღვანელობით ჩატარებული 81 მატჩიდან 60 მოიგო და 2019 წელს ამერიკის თასს დაეუფლა.

მკითხველის კომენტარები / 1 /
რა მნიშვნელობა აქვს ვინ იქნება ახალი მწვრთნელი,ეგენი ცეკვას და ტინგიცობას მაინც არ შეეშვებიან
santana
14:18 11-12-2022
1

სიახლეები პოპულარული