ნუ იქნება ოღონდ ბუნტი - ბრაზილიის ნაკრების მწვრთნელი შეიძლება გადააყენონ

AutoSharing Option
Globo Esporte-ის ცნობით, იმის გამო, რომ ბრაზილიის ნაკრების ფეხბურთელები მათ ქვეყანაში კოპა ამერიკის ჩატარების წინააღმდეგ გამოდიან და ამისაკენ სხვა სამხრეთამერიკულ გუნდებსაც მოუწოდებენ, შეიძლება მათი მწვრთნელი ტიტე გადააყენონ.

ბრაზილიის ფეხბურთის კონფედერაციის პრეზიდენტმა როჟერიო კაბოკლომ ქვეყნის ხელისუფლებას ტიტეს სამუშაოდან დათხოვნის პირობა მისცა.

ბრაზილიის ნაკრების ფეხბურთელები თვლიან, რომ კორონავირუსის მძიმე სიტუაციის გამო მათ სამშობლოში ტურნირის ჩატარება არ შეიძლება, ეს კი არ მოეწონა ქვეყნის პრეზიდენტ ჟაირ ბოლსონარუს და არაა გამორიცხული, ტიტეს ნაცვლად გუნდი "გრემიოს" ყოფილ თავკაცს, რენატო გაუშოს ჩააბაროს, რომელიც ამჟამინდელი ხელისუფლების მეხოტბეა.

კოპა
ამერიკა არგენტინასა და კოლუმბიაში უნდა ჩატარებულიყო, მაგრამ ბოლო მომენტში ტურნირის ბრაზილიაში გამართვა გადაწყდა.

მკითხველის კომენტარები / 2 /
რა ბარდაგი ქვეყანააა, ჩინეთმა ვაქცინა შეუწყვიტა აშანტაჟებს ჰუავეის არ უშვებენ, ან აქ ვინ გადმოიტანა, არგენტინა მდგომარეობით ისევ ჯობია ბრაზილიას.
იმ ერელი
10:57 07-06-2021
0
კოპა ამერიკა, დააბრუნონ ისევ არგენტინაში, ყოველ შემთხვევაში ბრაზილიაზე უარესი მდგომარეობა მაინც არ არის.
გია
15:02 07-06-2021
0

სიახლეები პოპულარული