უკრაინამ ნიდერლანდებთან მატჩამდე კვიპროსი გაანადგურა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
უკრაინის ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის დაწყებამდე უკანასკნელი ამხანაგური მატჩი ჩაატარა და ხარკოვში კვიპროსი 4:0 გაანადგურა.

ანგარიში 37-ე წუთზე პენალტით იარმოლენკომ გახსნა. ზედ შესვენებაზე გასვლის წინ თერთმეტმეტრიანი ზინჩენკომ გამოიყენა. 59-ე წუთზე სტუმართა კარი იარემჩუკმა დალაშქრა, ხოლო 65-ე წუთზე იარმოლენკომ დუბლი შეასრულა.

აღსანიშნავია, რომ 36-ე წუთზე მსაჯმა პირდაპირი წითელი ბარათით კვიპროსელთა თავდამსხმელი პანაიოტუ გააძევა.

13 მაისს ანდრეი შევჩენკოს კრებული ევრო 2020-ზე ამსტერდამში ნიდერლანდებს დაუპირისპირდება და საინტერესოა იმის ნახვა, ოფიციალურ მატჩში რა შედეგს მიაღწევს "ჯვაროსნების" იოლად მძლეველი დე ბურის გუნდი.

მკითხველის კომენტარები / 1 /
რომელ 13 მაისს დაუპირისპირდება? 2022 ის თუ მერე? ისე მაინც გადახედე ხოლმე ნაწერს ))
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული