ბელგიის ნაკრების ნახევარმცველმა ტორგან აზარმა თავისი ძმის, ედენ აზარის "რეალში" პრობლემებზე ისაუბრა.
"ესპანურ პრესასთან ყველაფერი მარტივად არაა. ეს ჩვენ სხვა ფეხბურთელებთან დაკავშირებითაც ვნახეთ.
სხვა მხრივ, გასაგებია, ედენს ასე რატომ აკრიტიკებენ - ბოლო ორ წელიწადში თავი განსაკუთრებულად ვერ წარმოაჩინა.
ვფიქრობ, ესპანურ მედიას ეს ესმის და იციან, რა დონისაა ედენი. იმედია, მომავალ სეზონში აჩვენებს, რაც შეუძლია", - ციტირებს ტორგან აზარს "მარკა".