ნაკრებში დიდხნიანი პაუზის შემდეგ დაბრუნებულმა ბენზემამ ტრავმა მიიღო და შესაძლოა ევროპის ჩემპიონატი გამოტოვოს [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
გუშინ, 8 ივნისს, საფრანგეთმა ბულგარეთს უმასპინძლა და დიდი უპირატესობით, 3:0 დაამარცხა. უცნაური გახლდათ დიდიე დეშამის (საფრანგეთის მწვრთნელის) გადაწყვეტილება, რომელმაც ჩათვალა, რომ ამხანაგურ შეხვედრაში საფრანგეთს ძირითადი შემადენლობით უნდა ეთამაშა. ამ გადაწყვეტილებამ თავისი შედეგი გამოიღო და 41-ე წუთზე ნაკრებში ახლახან დაბრუნებულმა ქარიმ ბენზემამ ტრავმა მიიღო და მოედანი იძულებით დატოვა. ჯერჯერობით უცნობია, თუ რა სიმძიმისაა დაზიანება და რამდენ ხანს მოუწევს "სამეფო კლუბისა" და აწ უკვე "მამლების" ერთ-ერთ ლიდერს დასვენება. 

რაც შეეხება შეხვედრის მიმდინარეობას, ანგარიში ანტუან გრიზმანმა მატჩის 29-ე წუთზე გახსნა. ბენზემას ნაცვლად შემოსულმა
ოლივიე ჟირუმ 83-ე და 90-ე წუთებზე 2 გოლის გატანა მოახერხა, რითაც საფრანგეთის ნაკრებში ყველა დროის რეკორდს კიდევ 1 ნაბიჯით მიუახლოვდა. შეგახსენებთ, 51 გოლით ფრანგების ბომბარდი ტიერი ანრი გახლავთ, ჟირუს ანგარიშზე კი უკვე 46 გოლია. 

საფრანგეთის ნაკრები 2020 წლის ევროპის ჩემპიონატში 15 ივნისს, გერმანიის ნაკრების წინააღმდეგ შეხვედრით ჩაერთვება. 

altბენზემა ნაკრებში დააბრუნეს - დეშამმა შემადგენლობა გამოაცხადა

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული