ვერდიქტი ცნობილია - პრემიერლიგამ სუპერლიგის დამფუძნებელი 6 ინგლისური კლუბი დააჯარიმა

AutoSharing Option
ინგლისის პრემიერლიგამ სუპერლიგის დამფუძნებელი 6 ინგლისური კლუბი: "მანჩესტერ სიტი", "მანჩესტერ იუნაიტედი", "ტოტენჰემი", "ჩელსი", "ლივერპული" და "არსენალი", ჯამში 22 მილიონი ევროს ოდენობით დააჯარიმა, თუმცა ამ კლუბებს მომავალში სუპერლიგაში კიდევ ერთხელ ჩართვის ან მსგავს პროგრამებში მონაწილეობის მიღების შემთხვევაში უკვე 25 მილიონი ევროს ჯარიმის გადახდა მოუწევთ და პრემიერლიგაში ასპარეზობას -30 ქულით დაიწყებენ.

შეგახსენებთ, რომ ინგლისურმა კლუბებმა სუპერლიგა შექმნიდან 1 დღის შემდეგ დატოვეს, მას შემდეგ, რაც მათ თავს გულშემატკივართა განაწყენება და პროტესტი დაატყდათ. 

რაც შეეხებათ "იუვენტუსს", მადრიდის "რეალსა" და "ბარსელონას", რომლებიც ახალი ტურნირის შექმნის ინიციატორები
გახლდნენ, უეფამ მათ წინააღმდეგ დისციპლინური საქმის წარმოება შეაჩერა, თუმცა, როგორც შემდეგ განაცხადეს, ეს შეჩერება დროებითი გახლდათ და სამივე გრანდი ამ ყველაფერზე პასუხს აგებს. 

მომზადებულია firstpost-ის მიხედვით

altმშვიდობით, აღმოსავლეთო... დაუფასებელი ამსტერდამელები... გუნდები, რომლებიც ახალ სუპერლიგაში ვერ მოხვდნენ


მკითხველის კომენტარები / 1 /
მაგ ექვსივემ ცალკე რომ ითამაშონ, პრემიერლიგა რაღა დარჩება? რა დოდოები არიან
ქომაგი
13:41 10-06-2021
7
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული