"საქართველოც იმავეს იზამს... " - რუსი კომენტატორი უკრაინის სკანდალს ეხმაურება

AutoSharing Option
ცნობილი რუსი სპორტული ჟურნალისტი და კომენტატორი ალექსეი ანდრონოვი უკრაინის საფეხბურთო ნაკრების ახალ ფორმაზე გახმაურებულ სკანდალს გამოეხმაურა. ანდრონოვის თქმით, რუსები ამ ფაქტით არ უნდა დაინტერესებულიყვნენ, საკუთარ აზრს კი Telegram-ის არხზე აქვეყნებს:

"დიახ, უკრაინა საკუთარ რუკას ყირიმთან ერთად ხატავდა, დახატავს და მომავალშიც ასე იქნება. საქართველოც იმავეს იზამს აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან დაკავშირებით.

Sportall.Ge

დიახ, ლატვია, ლიეტუვა და ესტონეთი სსრკ-ს ოკუპანტად თვლიან; დიახ, ეს არის. აქვს ვინმეს რაიმე პრობლემა? ესაა მხოლოდ, რაც თქვენ გაინტერესებთ?

რუსეთი ხომ საკუთარ მაისურზე ალასკის გამოსახვას აპირებდა? ეს ხომ კოლექტიური
სიგიჟეა?" - წერს ალექსეი.

საკუთარი აზრი დააფიქსირა ჟურნალისტმა ვასილი უტკინმაც:

"ამას ვერ ვხვდები. რატომ გახდა უკრაინის ფორმა ამხელა სკანდალის მიზეზი? შეხედეთ ქვეყნებს, რომლებმაც ოფიციალურად აღიარეს, რომ ყირიმი რუსებს ეკუთვნოდათ? ევროპის ჩემპიონატზე არცერთი არ მონაწილეობს".

რუსეთის ფეხბურთის ფედერაციის გასაჩივრების შემდეგ უეფამ უკრაინის ფეხბურთის ფედერაციას ევრო 2020-ის ოფიციალური ფორმიდან ერთ-ერთი ფრაზის ამოღება მოსთხოვა.

დევიზი "დიდება უკრაინას" მაისურზე დარჩება, რადგან ის არაპოლიტიკურად იქნა შეფასებული. რაც შეეხება მეორე ფრაზას - "დიდება გმირებს", უეფამ უკრაინელებს მისი ამოღება მოსთხოვა, რადგან პოლიტიკურ შინაარსს შეიცავს.

იქამდე უეფამ უკრაინის გუნდს მთლიანი ფრაზის წაშლა მოსთხოვა, თუმცა გადაწყვეტილება შეიცვალა. ახლა კი უკრაინის ფეხბურთის ფედერაცია მოლაპარაკებებს მართავს, რათა "დიდება გმირებს" ასევე დარჩეს მაისურებზე...

მომზადებულია ekhokavkaza-ს მიხედვით

მკითხველის კომენტარები / 11 /
ფუ როგორ მეზიზღება ტერმინი "სამხრეთ ოსეთი". ზვიადიმ გააუქმა ეს სიმახინჯე და გადარეულმა შიზოიდმა სააკოვმა აღადგინა. ჩემთვის ყოველთვის იქნება სამაჩაბლო!
ლაშა
15:27 11-06-2021
5
ამათ რა მოვთხოვოთ როცა ჩვენვე სწორედ ამ ტერმინს (სამხრეთ ოსეთი)ვიყენებთ ძალიან ხშირად,პოლიტიკოსი,ანალიტიკოსი თუ უბრალოდ ჩაუხედავი მოქალაქე...ეს ტერმინი თავის დროზე გაუქმდა და "გმირმა" მიჰამ აღადგინა,თან ავტონომიური საზღვრებიც დაუკანონა ისე როგორც სსრკ-ს დროს იყო.ჩამოყალიბდა ბუტაფორიული სანაკოევის მთავრობა-ასევე ბუტაფორიული კოკოითის საპირწონედ.ხოდა აი,ისევ ჩვენივე ბედოვლათობა გამოიყენა ოსმა და რუსმა მშვენიერ პლაცდარმად და თავისი სივერაგის და იქ ჩადენილი მხეცობის გამამართლებლად...ჩვენთვის,სამშობლოს მოყვარულთათვის ის მხარე შიდა ქართლია,სამაჩაბლოა,საქართველოს განუყოფელი ნაწილი და არა თითიდან გამოწოვილი ს.ოსეთი
ალექსი
18:35 11-06-2021
5
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული