"შესაბამისი მკურნალობით მარადონას გადარჩენის მეტი შანსი ექნებოდა" - "ფეხბურთის ღმერთის" გარდაცვალებაზე გამოძიება გაგრძელდა

AutoSharing Option
დიეგო მარადონას პირად ექიმსა და ექვს მომვლელს, რომლებიც "ფეხბურთის ღმერთის" მიმართ სიცოცხლის ბოლო დღეებში არასათანადო დამოკიდებულებაში არიან ბრალდებულნი, არგენტინის პროკურორატურაში ისევ დაჰკითხავენ.

მას შემდეგ, რაც ექსპერტთა საბჭომ მარადონას გარდაცვალების გარემოება შეისწავლა, დაადგინა, რომ მას არასათანადოდ უვლიდნენ და ხანგრძლივი, მტანჯველი პერიოდის განმავლობაში ბედისწერის ამარა ჰყავდათ მიტოვებული.

ფეხბურთის ლეგენდა გასული წლის ნოემბერში, 60 წლის ასაკში, გულის შეტევით გარდაიცვალა - თავზე ოპერაციის გაკეთებიდან რამდენიმე კვირის შემდეგ.

გამოძიება მარადონას შვილების მხრიდან  ნეიროქირურგ ლეოპოლდო ლუკეს წინააღმდეგ შეტანილი სარჩელის შემდეგ დაიწყო. ისინი ექიმს ოპერაციის შემდეგ მამის მდგომარეობის გაუარესებაში ადანაშაულებენ.

გასულ თვეში
არგენტინის პროკურორის მიერ მოწვეულმა 20 ექსპერტის მიერ შემდგარმა კოლეგიამ განაცხადა, რომ მარადონას მკურნალობა "ხარვეზებით და დარღვევებით" სავსეა და სამედიცინო ჯგუფმა მარადონას გადარჩენა "ბედს მიანდო".

კოლეგიამ დაასკვნა, რომ შესაბამის სამედიცინო დაწესებულებაში სათანადო მკურნალობით, მარადონას გადარჩენის მეტი შანსი ექნებოდა, ის კი ბუენოს-აირესში, ნაქირავებ სახლში გარდაიცვალა.

გამოძიება მარადონას ფსიქიატრის, ფსიქოლოგისა და ექთნების მიმართ მიმდინარეობს. ორი კვირის განმავლობაში ისინი პროკურორების წინაშე სათითაოდ გამოვლენ. მოსმენები, რომლებიც არგენტინაში კორონავირუსის შემთხვევების ზრდის გამო გადაიდო, შესაძლოა, წლებიც კი გაგრძელდეს.

მარადონა ცხოვრების განმავლობაში კოკაინსა და ალკოჰოლზე დამოკიდებულებას ებრძოდა. "ბოკა ხუნიორსის", "ბარსელონასა" და "ნაპოლის" ყოფილი ვარსკვლავი ღვიძლის, თირკმელებისა და გულ-სისხლძარღვთა დარღვევებით გარდაიცვალა.

მარადონა მილიონობით ადამიანის კერპია. მისმა სიკვდილმა გულშემატკივარი მთელი მსოფლიოს მასშტაბით შოკში ჩააგდო, არგენტინაში კი სამდღიანი ეროვნული გლოვა იყო გამოცხადებული.

მომზადებულია msn-ის მიხედვით

altრამდენი გამოიმუშავა მარადონამ კარიერის განმავლობაში?

altთქვენ ფიქრობთ, რომ სუპერგმირები ხართ? ეს ტყუილია! დღეები, რომლებმაც დიეგო მარადონას ცხოვრება შეცვალა


მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული