"რეალი" ძვირფასია, ფული კი უმნიშვნელოვანესი - სერხიო რამოსის მოთხოვნები მის მსურველ კლუბებს აფრთხობს

AutoSharing Option
"რეალიდან" აბარგებულ სერხიო რამოსთან ხელშეკრულების გაფორმება "მანჩესტერმა" არ ისურვა და ეს მიუხედავად იმისა, რომ თავისუფალი აგენტია.

რამოსმა "რეალის" თხოვნაზე, ხელფასის შემცირებაზე დათანხმებულიყო, უარი განაცხადა და გამოსამშვიდობებელ პრესკონფერენციაზე თვალზე ცრემლი მოადგა. რას იზამ, საყვარელი გუნდი ძვირფასია, მაგრამ გასამრჯელო - უმთავრესი.

რა თქმა უნდა, რამოსის მსურველ კლუბებს მისი ასაკი აფრთხობს და განსაკუთრებით ფინანსური მოთხოვნები. "მანჩესტერმა" თავიდან კი გამოთქვა ფეხბურთელის აყვანის სურვილი, მაგრამ "დეილი მეილის" მტკიცებით, "იუნაიტედის" ხელმძღვნელებმა 2016 წლის ამბავი გაიხსენეს, როდესაც სერხიომ და მისმა ძმამ, რენემ მათთან მოლაპარკებები წამოიწყეს და ეს
"რეალთან" უკეთესი კონტრაქტის მისაღებად გამოიყენეს.

ჟურნალისტმა ხოსეპ პედროლელმა "El Chiringuito TV"-ზე გადაცემა "Jugones"-ში თქვა, რომ ესპანელი "მილანთან" აწარმოებს მოლაპარაკებას.

პრობლემა კი კვლავ ფულია: რამოსი ორწლიან კონტრაქტს და სეზონურ გასამრჯელოდ 15 მილიონ ევროს ითხოვს და ამას გარდა, ხელშეკრულების გაფორმებისთანავე ბონუსის სახით 20 მილიონის მიღება უნდა.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული