"შენ შეგიძლია ის 03:00 საათზე გააღვიძო და უთხრა..." - კოვაჩიჩის მიმართულებით აღტაცებას მწვრთნელები ვერ მალავენ

AutoSharing Option
28 ივნისს ევრო 2020-ის ეგიდით კოპენჰაგენში ერთმანეთს ესპანეთი და ხორვატია დაუპირისპირდებიან, "ფურია როხას" მწვრთნელმა და ფეხბურთელებმა კი კარგად იციან, რომ თუ მატეო კოვაჩიჩის შეჩერებას ვერ შეძლებენ, წარმატების მიღწევა ძალიან გაუჭირდებათ.

27 წლის ნახევარმცველი "ჩელსიში" გადასვლის შემდეგ კარგ ფორმაში შევიდა და ლუკა მოდრიჩთან ერთად ხორვატების თამაშს დიდ წილად სწორედ ის განსაზრავს.

2017/2018 წლების სეზონი მატეომ პრაქტიკულად სათადარიგო სკამზე გაატარა, "რეალმა" კი ზედიზედ მესამე ჩემპიონთა ლიგა მოიგო, შემდეგ კი ნაკრებთან ერთად რუსეთში გაემგზავრა, აი იქ გადაწყვიტა ახალგაზრდა ფეხბურთელმა, რომ მის კარიერაში ცვლილებები იყო
საჭირო.

"მე მეტი სათამაშო დრო მჭირდება, ახლა სწორი დროა აქედან წასასვლელად" - განაცხადა კოვაჩიჩმა "ჩელსის" რიგებში გადასვლის შემდეგ.

მატეოს სამ ჩემპიონთა ლიგის მედალს 2020/2021 წლის სეზონის ლიგის ოქროს სინჯიც მიამატა, თანაც აღსანიშნავია, რომ ხორვატმა თავი შესანიშნავი თამაშით წარმოაჩინა და გუნდის ერთ-ერთი მთავარი ფეხბურთელი გახლდათ.

რა თქმა უნდა, ლუკა მოდრიჩთან ერთად ხორვატიის ნაკრებს წინ მიუძღვოდა, დომინირებდა დაცვით ნახევარსა და შეტევაში, იყენებდა თითოეულ შესაძლებლობას და უბრძოლველად არც ერთ წერტილს არ ტოვებდა.

როგორც აღვნიშნე, მატეო ევრო 2020-ს საკმაოდ კარგ ფორმაში შეხვდა, მეტიც, მთლიანად შეჯიბრების განმავლობაში ხორვატმა 29.8 კილომეტრი ირბინა, რაც მის ნაკრების არც ერთ ფეხბურთელს არ გაუკეთებია. ასევე კოვაჩიჩი 87 პროცენტიანი სიზუსტით აკეთებს გადაცემებს (174/198).

Sportall.Ge

მიუხედავად იმისა, რომ ხორვატ ფეხბურთელს მადრიდში კარიერა ვერ აეწყო, "სამეფო კლუბი" მისთვის მაინც კარგი გამოდგა, მეტიც უმაღლესი დონის გამოცდილებას უყურებდა, თუმცა სათამაშო პრაქტიკის მხრივ კი შეგვიძლია ვთქვათ, რომ მადრიდი ნამდვილ ჯოჯოხეთაც ექცა, ამიტომაც "ჩელსის" შეაფარა და საერთოდ სხვა დონის თამაშის ჩვენებაც დაიწყო.

როგორც კი კოვაჩიჩი "რეალში" გადავიდა, იმ წამსვე ლუკა მოდრიჩთან განსაკუთრებული ურთიერთობა ჩამოუყალიბდა. როდესაც მატეომ ლუკას განუცხადა, რომ წასვლას აპირებდა, ოქროს ბურთის მფლობელმა ნახევარმცველმა რაც შეეძლო ყველაფერი აუხსნა, თანაც ლუკაც ხომ წლების განმავლობაში ლონდონში ცხოვრობდა, როდესაც "ტოტენჰემის" რიგებში ასპარეზობდა, საუბრის დასრულების შემდეგ კი "რეალის" ერთ-ერთ ლიდერს უთქვამს, რომ მისი წასვლა გულს ნამდვილად დასწყვეტდა.

Sportall.Ge

"მე ლუკას ყოველთვის ვესაუბრები" - განაცხადა კოვაჩიჩმა "ჩელსიში" გადასვლის შემდეგ.

"რა თქმა უნდა, ის ჩემით ბედნიერია, როდესაც მადრიდს ვტოვებდი ის მოწყენული იყო, ჩვენ სულ ერთად ვიყავით, თუმცა წარმატებები მისურვა და მითხრა, რომ ლონდონი შესანიშნავი ქალაქი გახლდათ. ამიხსნა, რომ პრემიერ ლიგა თავიდან საკმაოდ რთული სათამაშო იქნებოდა, თუმცა ნელ-ნელა ყველაფერი დალაგდებოდა, მითხრა, რომ აქ სტადიონები ყოველთვის ბოლომდე ივსებოდა და ეს იქნებოდა ჩემთვის უდიდესი გამოცდილება".

მადრიდიდან ლონდონში გადასულ ხორვატს გუნდის მწვრთნელთან თავის წარმოჩენა ნამდვილად სჭირდებოდა, ტომას ტუხელმა კი ამ ყველაფერზე ღიად ისაუბრა:

"შენ შეგიძლია ის 03:00 საათზე გააღვიძო და უთხრა, რომ სავარჯიშო ბაზაზე ელი, 03:15 საათზე ის უკვე იქ იქნება და ყველაფერს მთელი ენერგიით გააკეთებს. ის ყველაფერში მაქსიმუმს დებს, სასიამოვნოა გუნდში მისი მსგავსი ფეხბურთელის ყოლა" - განაცხადა ტუხელმა.

აღტაცება ვერ დამალა ზლატკო დალიჩმა, როდესაც აზრი მატეოს შესახებ კითხეს:

"მან სწორი გადაწყვეტილება მიიღო, როდესაც სათამაშოდ "რეალიდან" "ჩელსიში" წავიდა, ახლა კი ის უკვე უმაღ დონეზე ასპრაეზობს".

მომზადებულია marca-ს მიხედვით



მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული