მოურინიო: ეს ორი ფორვარდი ყველასგან გამორჩეულია...

AutoSharing Option
"რომას" მთავარმა მწვრთნელმა ჟოზე მოურინიომ მადრიდის "რეალის" თავდამსხმელ ქარიმ ბენზემაზე აღმატებულ ფორმაში ისაუბრა...

"საფრანგეთის ევროდან გამოვარდნამ გული ბენზემას გამო დამწყვიტა. ვფიქრობ, მას ბოლოს და ბოლოს ჰქონდა რომელიღაც "ოქროს ბურთის" (მოუმ gold ball თქვა და არა golden ball) მოგების შანსი, ან რაიმე მსგავსის. ის ბრწყინვალე ფეხბურთელია და უდიდესი ზეწოლის მიუხედავად, კარგად თამაშობდა.

როცა "ტოტენჰემში" ვიყავი, ხშირად მადარებინებდნენ კეინს სხვა თავდამსხმელებთან და მე ყოველთვის ბენზემაზე მივანიშნებდი, რადგან ეს ორი ფორვარდი გუნდისთვის განსაკუთრებულად ბევრს მაშინაც აკეთებს, როცა გოლი არ გააქვთ.

სხვა თავდამსხმელებს გუნდისთვის
არაფერი მოაქვთ, თუ გოლი არ გაიტანეს. ეს ორი კი არა მხოლოდ ბომბარდირი, არამედ ფეხბურთელიც არის.

ბენზემა ფანტასტიკურია. საკუთარ თავზე იზრუნა და ახლა იმაზე უკეთეს ფორმაშია, ვიდრე 10 წლის წინ იყო. ქარიმი უფრო ძლიერია, მყარი, სწრაფი. ის გასაოცრად კარგად თამაშობს", - თქვა "რეალის" ექსდამრიგებელმა.

მომზადებულია Talksport-ის მიხედვით

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული