"სპარტაკის" თავდამსხმელი ქუთათელაძე რუსეთის მოქალაქე გახდა

AutoSharing Option
"სპარტაკის" თავდამსხმელი ნიკოლოზ ქუთათელაძე რუსეთის მოქალაქე გახდა, - ამ ინფორმაციას "სპორტ-ექსპრესი" ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, 20 წლის ქუთათელაძემ რუსეთის ფედერაციის მოქალაქის პასპორტი მიიღო.

გასულ სეზონში მან "სპარტაკი 2-"-ის შემადგენლობაში რანგით მეორე დივიზიონში 4 მატჩში მიიღო მონაწილეობა, თუმცა არც გოლი გაუტანია და არც საგოლე გადაცემა არ გაუკეთებია.

რუსეთის ახალგაზრდულ ჩემპიონატზე კი მის ანგარიშზე 41 მატჩში 15 გოლი და 7 საგოლე გადაცემაა.

transfermarkt-ის მიხედვით ქუთათელაძის საბაზრო ღირებულება 175 ათასი ევროა.

ნიკოლოზს საქართველოს 17-წლამდე ნაკრებში 3 მატჩში აქვს მონაწილეობა მიღებული.

მან ვარჯიში პრაღის "სპარტაში"
დაიწყო, შემდეგ რამდენიმე სეზონი "ლილის" აკადემიაში გაატარა, 2016 წლიდან კი პსჟ-ის სისტემაში ვარჯიშობდა.

მკითხველის კომენტარები / 23 /
20 წლის სპარტაკის დუბლებში რამდენიმეჯერ ათამაშეს და ძირითადად ჭაბუკთა ლიგაზე თამაშობს როცა 19 წლის ბიჭები ევროპის ჩემპიონატზე უბერავენ..თავიდან ისეთი რეკლამა ჰქონდა გვეგონა ზლატანის მემკვიდრედ ზრდიდნენ პსჟში.
თუ აგენტმა იყოჩაღა რუსეთის მეორე ლიგაში ფაკელში ან შინნიკში მოხვდება ალბათ
.ასე რომ პასპორტი რომელიც გინდა ქონდეს და ბიძიასაც აჩვენოს
Levani
19:14 03-07-2021
3
შეგერგოთ ერთმანეთი
ზორბეგი
18:55 03-07-2021
7
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული