ნეიმარსა და პაკეტას ვერ აჩერებენ! ბრაზილია ფინალშია [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
დღეს, 6 ივლისს, კოპა ამერიკის პირველი ნახევარფინალური შეხვედრა გაიმართა. ერთმანეთს ბრაზილია და პერუ დაუპირისპირდნენ. შეხვედრა "სელესაოს" გამარჯვებით, 1:0 დასრულდა.

ბრაზილიელებმა საქმეს ხელი თავიდანვე მოჰკიდეს. 35-ე წუთზე გამარჯვების მომტანი გოლი ლუკას პაკეტამ გაიტანა. ამ უკანასკნელმა ნეიმარის გადაცემით ისარგებლა და ბურთი ცარიელ კარში გადაგზავნა. აღსანიშნავია პერუს მეკარის, პედრო გალესეს თამაშიც. კიპერმა პირველ ტაიმში 6 სეივი შეასრულა. სწორედ მის ხარჯზე შეძლო "ლოს ინკასმა" შეხვედრაში დარჩენა.

ამრიგად, პერუ გათამაშებას ნახევარფინალიდან გამოეთიშა, ბრაზილია კი ფინალში გავიდა. მეორე ნახევარფინალური შეხვედრა ხვალ, 7 ივლისს, თბილისის დროით 05:00
საათზე არგენტინასა და კოლუმბიას შორის შედგება.

მკითხველის კომენტარები / 3 /
ბრაზილია ემზადება მსოფლიოსთვის, შეუჩერებელი უნდ აგახდეს , აღიდგინოს დიდება ......
ქართველი
10:37 06-07-2021
5
ვერ აჩერებენო მეთქი 3 -0 მოიგეს ეხლა ... არგენტინა ჩემპიონ !
iaguari
09:58 06-07-2021
7

სიახლეები პოპულარული