დღეს, 6 ივლისს, კოპა ამერიკის პირველი ნახევარფინალური შეხვედრა გაიმართა. ერთმანეთს ბრაზილია და პერუ დაუპირისპირდნენ. შეხვედრა "სელესაოს" გამარჯვებით, 1:0 დასრულდა.
ბრაზილიელებმა საქმეს ხელი თავიდანვე მოჰკიდეს. 35-ე წუთზე გამარჯვების მომტანი გოლი ლუკას პაკეტამ გაიტანა. ამ უკანასკნელმა ნეიმარის გადაცემით ისარგებლა და ბურთი ცარიელ კარში გადაგზავნა. აღსანიშნავია პერუს მეკარის, პედრო გალესეს თამაშიც. კიპერმა პირველ ტაიმში 6 სეივი შეასრულა. სწორედ მის ხარჯზე შეძლო "ლოს ინკასმა" შეხვედრაში დარჩენა.
ამრიგად, პერუ გათამაშებას ნახევარფინალიდან გამოეთიშა, ბრაზილია კი ფინალში გავიდა. მეორე ნახევარფინალური შეხვედრა ხვალ, 7 ივლისს, თბილისის დროით 05:00 საათზე არგენტინასა და კოლუმბიას შორის შედგება.