ლიონელ მესი
სანაკრებო ტიტულის გარეშე მესი აშკარა ფავორიტი ნაკლებად თუ იქნებოდა, მაგრამ მან არგენტინის ნაკრებს 1993 წლის შემდეგ კოპა ამერიკა პირველად მოაგებინა.
ლეომ ამ გამარჯვებით სამშობლოსთან ერთად უკვდავებას მიაღწია - იმას, რაც მას "ბარსელონაში" უკვე ჰქონდა. შეიძლება ითქვას, რომ ნაკრებში ასე კარგად მოთამაშე მესი პირველად ვნახეთ.
ჟორჟინიო
ნახევარმცველმა ჩემპიონთა ლიგაზე "ჩელსის" რიგებში გაიმარჯვა, სეზონი კი ევროპის ჩემპიონატის მოგებით დააგვირგვინა.
"ოქროს ბურთის" მფლობელები, ძირითადად, დიდი
ჰარი კეინი
ინგლისს რომ ევრო 2020-ის ფინალში გაემარჯვა, ამ შემთხვევაში კეინი, სავარაუდოდ, ჯილდოს მოპოვების მთავარი ფავორიტი იქნებოდა.
"ტოტენჰემის" ფორვარდი ტურნირზე საუკეთესო ფორმაში მოგვიანებით შევიდა, მაგრამ ფინალში ვერ შეძლო ჯორჯო კიელინისა და ლეონარდო ბონუჩისთვის ეჯობნა და წარმატებისთვის მიეღწია.
რობერტ ლევანდოვსკი
პოლონელმა ევროპის ჩემპიონატი რაც შეიძლება მალე უნდა დაივიწყოს, აქ ფორვარდი და მისი ნაკრები კარგად ვერ გამოიყურებოდნენ, მაგრამ "ბაიერნში" ბრწყინვალე სეზონი უყურადღებოდ არ უნდა დავტოვოთ.
ლევანდოვსკიმ ბუნდესლიგის დიდი ხნის რეკორდი მოხსნა - 29 მატჩში 41 გოლი გაიტანა, მაგრამ ბუნდესლიგაში საუკეთესოდ რატომღაც ერლინ ჰოლანი დაასახელეს.
ჯორჯო კიელინი
სეზონის მიხედვით, იტალიელი მცველის გამარჯვება ნაკლებად რეალური იქნებოდა, მაგრამ ევრო 2020-ზე მისი მატჩები სერიოზული აღიარების ღირსია. ვეტერანმა მცველმა ლეონარდო ბონუჩისთან ერთად ჯანლუიჯი დონარუმას წინ კედელი აღმართა, რითაც "სკუადრა აძურას" დაცვა გაუვალი გახადა. თავისუფლად შეგვიძლია ვთქვათ, რომ კიელინის გარეშე იტალია ამ სანატრელ ტიტულს ვერ დაეუფლებოდა.
ფაბიო კანავაროს შემდეგ "ოქროს ბურთი" არცერთ მცველს არ მოუგია და შესაძლოა, ახლა სწორედ ამის დრო დადგა.
მომზადებულია marca-ს მიხედვით
"შვებულებაში ბევრჯერ დამარცხებული წავსულვარ, ახლა ყველაფერი სხვაგვარადაა" - მესი
მესიმ არგენტინის ნაკრებთან ერთად პირველი ტიტული მოიგო [VIDEO]
იტალიამ ინგლისს "უემბლიზე" სძლია და 53 წლის შემდეგ პირველად გახდა ევროპის ჩემპიონი [VIDEO]