ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში გახშირდა საუბრები იმ თემაზე, რეალურად სჯობდა თუ არა ლიონელ მესი ლეგენდარულ დიეგო მარადონას.
"ჩემთვის, მესისთვის უბედურება გახლდათ ის, რომ მას დიეგო მარადონას ჩანაცვლება მოუწია" - წერს კემპესის სიტყვებს ESPN Mexico.
"ძალიან ძნელია დიეგო დაჩრდილო, მით უმეტეს, ის ხომ გაკერპებული იყო და აურაცხადი ოდენობის თაყვანისცემელი ჰყავდა. მესი
მასზე დიდი ვერ იქნება, მიუხედავად იმისა, რომ შეძლოს და კიდევ 4 მსოფლიოს ჩემპიონატი მოიგოს (რაც გამორიცხულია).
მას მსოფლიოს ჩემპიონატი ჯერ კიდევ არ მოუგია. არ აქვს მნიშვნელობა, რამდენი ტიტული მოიგო, მისი დიეგოსთან შედარება არ შეიძლება".
მომზადებულია marca-ს მიხედვით