უკრაინის ნაკრების მეოთხედფინალში გამყვან დოვბიკს კლუბი 5 მილიონად ყიდის

AutoSharing Option
"დნიპრო 1"-ისა და უკრაინის ნაკრების 24 წლის თავდამსხმელ არტიომ დოვბიკის სამსახურით "ტრაბზონსპორი" დაინტერესდა, - იტყობინება თურქული SabahSpor-ი.

გამოცემის ცნობით, "ტრაბზონსპორმა" "დნიპრო 1"-ს ოფიციალური წინადადებით მიმართა, უკრაინულმა კლუბმა კი ტრანსფერში 5 მილიონი ევრო მოითხოვა.

გასულ სეზონში დოვბიკმა კლუბში ყველა ტურნირზე 27 მატჩში 10 გოლი გაიტანა და 1 საგოლე გადაცემა გააკეთა. მან ევროპის ჩემპიონატის მერვედფინალში 120+1-ე წუთზე შვედების კარი დალაშქრა და უკრაინა მეოთხედფინალში გაიყვანა.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული