რონალდინიომ გულშემატკივრები ისევ აღაფრთოვანა - "ბარსელონასა" და "რეალის" ლეგენდების მატჩი [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული დაპირისპირების, "ბარსელონასა" და "რეალის" ვეტერანი ვარსკვლავების მატჩი თელ-ავივში შედგა და "სამეფო კლუბის" გამარჯვებით, 3:2 დასრულდა.

Sportall.Ge

კატალონიელთა რიგებში კლუბის ლეგენდა რონალდინიომ გულშემატკივრები კიდევ ერთხელ აღაფრთოვანა - მან ჯერ მშვენივრად ითამაშა და ბურთი ძელს მოარტყა, შემდეგ კი ხავიერ სავიოლას მოპოვებული თერთმეტმეტრიანი გაიტანა და ჩვეულ სტილშიც აღნიშნა. "ბარსელონას" რიგებში რივალდო და დეკუც ვიხილეთ.

კატალონიელთა მეორე გოლი ჟოფრე მატეუს ანგარიშზეა, რომელმაც მშვენივრად შეასრულა და "რეალის" კარი აიღო.

Sportall.Ge

მადრიდელები მეორე ტაიმიდან გააქტიურდნენ და  გოლები პედრო მუნიტისმა, ალფონსო პერესმა და რუბენ დე ლარედმა
გაიტანეს. მათ რიგებში ყველაზე სახელოვანი რობერტო კარლოსი და ლუიშ ფიგუ იყვნენ, პორტუგალიელ ფეხბურთელს ხომ ამ გუნდებს შორის ყველაზე სკანდალური ტრანსფერი უკავშირდება. მოედანზე ივან კამპო და ხოსე ამავისკაც ვიხილეთ.

altბავშვის ოცნებით ვცხოვრობდი - რონალდინიოს გამოსამშვიდობებელი სიტყვა

altისტორიული დაპირისპირება 60 წლის წინ: საქმეში "რეალი" ფიგურირებდა, თუმცა მონაწილეობას "ბარსელონა" იღებდა [VIDEO]







მკითხველის კომენტარები / 5 /
აი ხალხი ასაკი და მასა მოემატათ თორე ის სტილი და პეწი ისევ აქვთ. ასე ურტყავდა პენალტს როზა ფორმის პიკში იყო და ასე ურტყავს ახლაც იცის და იმიტო. კი არ ცუნდრუკობს და კუნტრუშებს.
ქართველი
17:42 27-07-2021
0
ეს ორი გუნდი ჩვენს ჩემპიონატში, რომ ათამაშო ზედმეტი ოფლის გარეშე გაინაღდებენ 1-2 ადგილს.DD
0

სიახლეები პოპულარული