ცეცხლმაქრი, რკინის კარადა, ცრემლსადენი გაზი - "ბოკას" ფეხბურთელებმა მეტოქის გასახდელის აღება სცადეს [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
კოპა ლიბერტადორესის 1/8-ფინალურ დაპირისპირებაში "ატლეტიკო მინეირომ" "ბოკა ხუნიორსს" პენალტების სერიის წყალობით აჯობა, თუმცა გამარჯვება ჩხუბის ფასად დაუჯდათ.

ორივე მატჩი ფრედ, 0:0 დასრულდა, ხოლო პენალტებში წაგების შემდეგ "ბოკას" ფეხბურთელები და პერსონალის წარმომადგენლები უკმაყოფილო დარჩნენ მსაჯის მოქმედებით, რომელმაც, მათი აზრით, თამაშის დროს არგენტინელების მიერ სამართლიანად გატანილი გოლი არ ჩათვალა.

უკმაყოფილების რეფერების მიმართ გამოსახატავად კლუბის რამდენიმე წარმომადგენელმა და ფეხბურთელმა მსაჯებთან მისვლა სცადა, რისი უფლებაც მათ სტადიონის დაცვამ არ მ
ისცა, შემდეგ კი კონფლიქტში "ატლეტიკო მინეიროს" წარმომადგენლებიც ჩაერთნენ.

ხელჩართული ჩხუბიც გაჩაღდა. "ბოკას" მოთამაშეებმა არად ჩააგდეს ის ფაქტი, რომ უცხო ქვეყანაში ადგილობრივ გუნდს ეთამაშებოდნენ და მეტოქის გასახდელში შეჭრა სცადეს. "მანჩესტერ იუნაიტედის" ყოფილმა მცველმა მარკოს როხომ ცეცხლმაქრის სროლაც კი სცადა... "ატლეტიკოს" გასახდელის აღების უფლება ბუენოსაირესელებს ბრაზილიის პოლიციამ არ მისცათ და არგენტინელი ფეხბურთელები და პერსონალის წარმომადგენლები ცრემლსადენი გაზის გამოყენებით დაშალა.

კონფლიქტი შეწყდა. "ბოკას" რამდენიმე წარმომადგენელს პატიმრობაც კი ემუქრება, ხოლო კლუბის ლეგენდა ხუან რომან რიკელმემ კოპა ლიბერტადორესზე მსაჯობას სამარცხვინო უწოდა და განაცხადა, რომ ფეხბურთელებისთვის ცრემლსადენი გაზის თვალებში შესხურება არასწორი ნაბიჯი იყო...
მკითხველის კომენტარები / 2 /
გაგიჟდა მსოფლიო.....რაღაც შესაცვლელია წესებში, ეგერ ინდონეზიაში სტადიონზე ომი ატყდა და ათეულობით ადამიანი დაიღუპა. კანონივით უნდა იყოს-აგრესია ფეხბურთელისგან ან მაყურებლისგან-სამუდამო აკრძალვა. ფეხბურთი იმიტომ არის დალოცვილი სპორტი, რომ ადამიანებმა უყურონ და ისიამოვნონ და არა მუშტი, წიხლი და ქვების სროლა
zaz197
11:51 07-10-2022
0
ფეხბურთელობა უფლებას აძლევს,რომ იჩხუბოს და იქაურობა ამტვრიოს?შესაძლოა მსაჯები მართლაც ტყუოდნენ,მაგრამ ეს მათ შემდგომ საქციელს ამართლებს?
სოსო
18:26 21-07-2021
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული