სიომინმა გუნდი ჩაიბარა - წაიყვანს ქართველ ლეგიონერებს?

AutoSharing Option
რუსეთის ნაკრების მწვრთნელად დანიშნულმა ვალერი კარპინმა "როსტოვში" შეთავსებით მუშაობა არ ისურვა და მის ნაცვლად გუნდი იური სიომინმა ჩაიბარა.

74 წლის სიომინს ორსეზონიანი კონტრაქტი გაუფორმეს. მას თავისი ყოფილი ასისტენტი იური ბატურენკო დაეხმარება, რომელიც გასულ სეზონში "როტორის" თავკაცი იყო. სიომინი 2020 წელს "ლოკომოტივიდან" წასვლის შემდეგ უმუშევარი იყო.

სიომინმა თქვა, რომ მარბელაში ისვენებდა და როგორც კი დაურეკეს, მაშინვე გაფრინდა რუსეთში და ხვალ გუნდს პირველად ავარჯიშებს.

სიომინის "როსტოვში" პერსპექტივას პესიმისტურად აფასებენ. ცნობილმა ჟურნალისტმა ვასილი უტკინმა თქვა, რომ წარმატების ნაკლები შანსი აქვს და თუ არაფერი გამოუვა,
ცოტას იხალისებენ მაინც. "ლოკოს" ყოფილმა პრეზიდენტმა ოლგა სმოროდსკაიამ კი მთლად ხაზი გადაუსვა - რაღა დროს სიომინის მწვრთნელობაა, მაგის დრო წავიდაო.

სიომინს მუდამ ჰყავდა გუნდში ქართველი ფეხბურთელები და საინტერესოა, თუ წაიყვანს ამჯერად ვინმეს.

მკითხველის კომენტარები / 5 /
კაი კაცი წარმატებები!
ელგუჯა
09:14 05-08-2021
0
აბა ეშველა ერთ ბიჭს და ეგ არის
ბაბუაწვერა
07:15 05-08-2021
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული