"სიტი" გამოირიცხა, დარჩა პსჟ და "ჩელსი" - სად გააგრძელებს კარიერას მესი?

AutoSharing Option
"ბარსელონადან" აბარგებული და თავისუფალ აგენტად მყოფი ლეო მესის მომავალი კლუბი ჯერაც გაურკვეველია. "მანჩესტერ სიტის" მწვრთნელმა პეპ გვარდიოლამ განაცხადა, რომ ჯეკ გრილიში შეიძინეს და მესიზე არ ფიქრობენ.

ESPN-ის მტკიცებით, პსჟ-ში არგენტინელის შესაძლო გადასვლა პარიზული კლუბის სატრანსფერო გეგმებს შეცვლის, პოლ პოგბას ტრანსფერზე უარს იტყვიან და კილიან მბაპე ხანგრძლივვადიანი კონტრაქტის გაფორმებაზე დათანხმდება. პსჟ-ის ფორვარდმა ნეიმარმა ლეოს თავისი 10-ნომრიანი მაისური შესთავაზა, თუმცა მესიმ უარი უთხრა - ნომერზე და არა მის კლუბში გადასვლაზე.

ამასობაში კი ცნობილი გახ
და, რომ "ჩელსის" პრეზიდენტმა, რომან აბრამოვიჩმა ლიონელის გადაბირება მოისურვა და თავის შუამავალს ფეხბურთელის გარემოცვასთან დაკავშირება სთხოვა.

ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 2 /
ჩემს უსაყვარლესს ფეხბურთელს ლეო მესის, ყველაფრისთვის მადლობას ვუხდი. სადაც არ უნდა წახვიდე, მუდამ შენი ერთგული გულშემატკივარი ვიქნები.
ნონა
21:47 06-08-2021
0
ვაიმე, ვერ წარმომიდგენია, მესი სხვა გუნდში და სხვა სათამაშო ფორმით. ძალიან ძნელია ამდენი ხანი ერთ გუნდში თამაშობდე, მისი ერთგული იყო და უცებ ერთ დღეში, რადიკალურად იცვლება ყველაფერი. წარმომიდგენია ლეოს ფსიქოლოგიური მდგომარეობა. ადამიანმა კოპა მოიგო, როგორ უხაროდა და თანაც რა ფორმაში? ჩამოდის "მშობლიურ" ბარსელონაში და უშხამებენ ყველაფერს. არ ვიცი უკვე ამას რა ქვია, ამ მოვლენებს ახსნა არა აქვს. კაი ნათქვამია: იმისი უნდა გეშინოდეს, ვინც ხელის გულზე გატარებსო, რადგანაც თითებს შუა უფსკრულიაო. გამგები, გაიგებს.
ჩემთვის ფეხბურთი გაჩერდა.
21:13 06-08-2021
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული