"ბარსელონადან" აბარგებული და თავისუფალ აგენტად მყოფი ლეო მესის მომავალი კლუბი ჯერაც გაურკვეველია. "მანჩესტერ სიტის" მწვრთნელმა პეპ გვარდიოლამ განაცხადა, რომ ჯეკ გრილიში შეიძინეს და მესიზე არ ფიქრობენ.
ESPN-ის მტკიცებით, პსჟ-ში არგენტინელის შესაძლო გადასვლა პარიზული კლუბის სატრანსფერო გეგმებს შეცვლის, პოლ პოგბას ტრანსფერზე უარს იტყვიან და კილიან მბაპე ხანგრძლივვადიანი კონტრაქტის გაფორმებაზე დათანხმდება. პსჟ-ის ფორვარდმა ნეიმარმა ლეოს თავისი 10-ნომრიანი მაისური შესთავაზა, თუმცა მესიმ უარი უთხრა - ნომერზე და არა მის კლუბში გადასვლაზე.
ამასობაში კი ცნობილი გახ
და, რომ "ჩელსის" პრეზიდენტმა, რომან აბრამოვიჩმა ლიონელის გადაბირება მოისურვა და თავის შუამავალს ფეხბურთელის გარემოცვასთან დაკავშირება სთხოვა.