32 წლის თავდამსხმელი არტიომ ძიუბა რუსული ფეხბურთის ვარსკვლავი იყო და ძიუბინიოდაც კი მოიხსენიებდნენ, მაგრამ ახლა ეს "სტატუსი" დაკარგა, "ზენიტის" ძირითად შემადგენლობაში ვეღარ ხვდება და ახალმა მწვრთნელმა ვალერი კარპინმა ნაკრებში არ იხმო. სხვათა შორის, მათ ადრე კონფლიქტი ჰქონდათ. ცნობილმა ჟურნალისტმა ვასილი უტკინმა განაცხადა, რომ ეროვნული გუნდის თავდასხმაში ბოძს მეტად აღარ საჭიროებენ.
დღეს გავრცელდა ინფორმაცია, რომ შეიძლება ძიუბა "რუბინში" იჯარით გადავიდეს, რომლის ღირსებასაც ხვიჩა კვარაცხელია იცავს. ყაზანური კლუბის სპორტულმა დირექტორმა ოლეგ იაროვინსკიმ თქვა, რომ ამ ტრანსფერით დაინტერესებულები არ არიან, თუმცა კვამლი ცეცხლის
გარეშე ხომ არ ჩნდება.
"რუბინის" ამჟამინდელი თავკაცი ლეონიდ სლუცკი 2015-16 წლებში რუსეთის ნაკრებს ედგა სათავეში და ძიუბა მის გუნდში თამაშობდა.