ევრო 2020-ის მიმდინარეობისას, დანიისა და ფინეთის შეხვედრაში, "ინტერის" ვარსკვლავ კრისტიან ერიკსენს მოედანზე გულის შეტევა დაემართა. სწრაფი რეაგირების შედეგად სამედიცინო შტაბმა ფეხბურთელის სიცოცხლე გადაარჩინა.
"ნერაძურის" ნახევარმცველი გამოჯანმრთელდა და დიდ სპორტში დაბრუნებას მოუთმენლად ელის. UEFA-ს დაჯილდოებაზე დანიელმა ფეხბურთელმა ამ შავ-ბნელ დღეზე ისაუბრა.
"მინდა მორტენ სკიოდაგერს, მორტენ ბოესენსა და სამედიცინო შტაბს, რომლებმაც 12 ივნისს ჩემი სიცოცხლე გადაარჩინეს, მადლობა გადავუხადო. თქვენ შესანიშნავად იმოქმედეთ.
ასევე დიდ მადლობას ვუხდი ჩემი გუნდის კაპიტან სიმონ კიაერსა და თანაგუნდელებს, რომლებმაც მხარი დამიჭირეს და ამ მძიმე მომენტში ჩემ გვერდით აღმოჩნდნენ.
მომზადებულია marca-ს მიხედვით