"რუბინმა" "მიდტიულანდის" 23 წლის ნახევარმცველი ანდერს დრაიერი 6 მილიონ ევროდ შეიძინა და ხუთსეზონიანი კონტრაქტი გაუფორმა.
ხელშეკრულებით გათვალისწინებულ თანხას ყაზანური კლუბი 3 წლის განმავლობაში დაფარავს.
დრაიერი ადრე "ესბიერგში", "ბრაიტონში", "სენტ მირენსა" და "ჰერენვენში" თამაშობდა, დანიის ყველა ასაკობრივი ნაკრების წევრი იყო, მარჯვენა ნახევარმცველია, თუმცა მარცხნივაც შეუძლია თამაში და თავდასხმაშიც.
ekstrabladet-ის მტკიცებით, დრაიერმა "რუბინში" ხვიჩა კვარაცხელია უნდა შეცვალოს, რომელიც სავარუდოდ გუნდს გამოიცვლის.
"რუბინი" აგრეთვე "სელტიკის" 23 წლის თავდამსხმელ ოდსონ ედუარის 18 მილიონად ყიდვას აპირებს.